შინაარსზე გადასვლა

კიტაევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიტაევის სახლი
სტატუსი რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
თარიღდება 1827
ძეგლი
არქიტექტორი ა. მ. გორნოსტაევი
სტილი იმპერიული
Map


კიტაევის სახლი (რუს. Дом Китаева) — ისტორიული შენობა, მდებარეობს ქალაქ პუშკინში, კერძოდ პუშკინსკაიას ქუჩაზე. აშენებულია 1827 წელს. ის არის ფედერალური მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი.

კიტაევის სახლი აშენდა 1827 წელს არქიტექტორ ვ. მ. გორნესტოვაევის მიერ იაკობ კიტაევისთვის. სახლის მფლობელი ი. კიტაევი 1831 წელს გარდაიცვალა და სახლი მის ქვრივს, ანა კიტაევას გადაეცა. ამ სახლში ატარებდნენ ზაფხულსა და შემოდგომა ალექსანდრე პუშკინი და მისი მეუღლე. სწორედ ამ სახლში გატარებულ პერიოდში პუშკინი მუშაობდა „ზღაპარი მეფე სალთანზე“, აქ დაამთავრა რომანი „ევგენი ონეგინი“, დაიწყო „როსლავლოვის ამბავი“ და მომზადდა „ბელიკინის ამბავი“ ბეჭდვისთვის. დიდი სამამულო ომის დროს, სახლი სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ აღადგინეს. 1920 წელს, ის პეტროგრადის აგრონომიული ინსტიტუტის (მოგვიანებით — ლენინგრადის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის) იურისდიქციაში მოექცა. ის ფაქტი, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა აგრონომიული ინსტიტუტის მართვის ქვეშ, მეტად აღსანიშნავია, რადგან სწორედ ამ პერიოდში განადგურდა ცარსკოე-სელოს ტერიტორიაზე მდებარე არაერთი ისტორიული სახლი. 1958 წლიდან სახლში გაიხსნა მუზეუმი „პუშკინის აგარაკი“, ხოლო 1976 წელს სახლი მთლიანად გადაეცა მუზეუმს.

კიტაევის სახლი არის ხისგან ნაშენი, მომრგვალებული ანტრესოლით კუთხეში. მუზეუმის აღდგენის დროს, სახლში აღადგინეს მისაღები, სასადილო, ოთახები ისტორიული პროექტისა და თანამედროვეთა მემუარების მიხედვით. მოგვიანებით აღადგინეს საძინებელი ოთახებიც. სახლში ავეჯი განთავსდა ჯერ კიდევ პუშკინის პერიოდში.

  • Широкий В. Ф. Дача А. С. Пушкина в Царском Селе (дом Китаева). — Л.: Пушкинское общество, 1936. — 44 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]