კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. კისორეთი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
დეტალები
სიგრძე ≈ 7.11 მ.
სიგანე ≈ 3,2 მ.
მასალა თლილი ქვა
კირი

კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კისორეთში.

კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა. ეკლესიის ზომები დაახლოებით 711,2 სმ X 320 სმ-ია. აგებულია მოყვითალო და მოლურჯო ფერის თლილი ქვისა და კირისგან. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით კარი აქვს, ხოლო აღმოსავლეთითა და დასავლეთით − სარკმლები. ტრაპეზი ჩუქურთმიანი ქვებისგანაა გაკეთებული და კედლიდან ოდნავაა დაშორებული. სამკვეთლო თახჩაშია გამართული. ეკლესიის კიდევ ერთი თახჩა სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელშიცაა გამართული. ამ თახჩის მაღლა კიდევ ერთი თახჩაა, რომელსაც „არმანს“ უწოდებენ. ამ უკანასკნელში ძველი კანკელიდან დარჩენილი ჩუქურთმიანი ქვებია შენახული, სულ 9 ქვა. ასეთივე ქვები, სულ 10 ქვა, ჩრდილოეთის კედელთან, კათოლიკონში აწყვია. ეკლესიაში სულ 19 ცალი ქვაა.

კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესია მოხატულია. მხატვრობა ნაწილობრივ დაზიანებულია. ძირა რიგი საკურთხეველსა და განსაკუთრებით კათოლიკონში თითქმის საერთოდ აღარ ჩანს. საკურთხევლის კონქში ქრისტეა დახატული, რომლის ქვევით, პირველ რიგში მღვდელმთავრები არიან გამოსახული. იქვეა ასომთავრული წარწერაც.

ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეორე გორაკზე მთავარანგელოზის ეკლესიის ნანგრევია, სადაც ერთ-ერთი გვარის წევრები მსხვერპლად ღორს სწირავდნენ.

ეკლესია დღემდე მოქმედია.

2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, კისორეთის წმინდა გიორგის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. გვ, 105. ISBN 5-520-01575-9.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]