კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კისისხევის სამხრეთით, დაახლოებით 7 კილომეტრზე. მდინარეების თეთრაანისწყლისა და დიდხევის შესართავის მახლობლად, დიდხევის მარჯვენა ნაპირას, ღვთისმშობლის ჭალად წოდებულ ადგილში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და მოზრდილი ზომის, სწორკუთხა ნაგებობა, რომლის დანიშნულების გარკვევა, გასუფთავების გარეშე არ ხერხდება.

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიანი ნაგებობაა, სავარაუდოდ თარიღდება ადრიანი შუა საუკუნეებით, ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. მისგან, დაახლოებით 3-3,5 მეტრ სიმაღლეზე. მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილიღა დგას, დანარჩენი კედლები, სამხრეთ და დასავლეთ კედლების მცირე მონაკვეთების გარდა, ნანგრევებით, მიწით და მცენარეულბით დაფარულია იმდენად, რომ შენობის აღნაგობის ზუსტად დადგენა არ ხერხდება. ეკლესიის შემორჩენილი კედლები ნაგებია მოზრდილი ზომის, საგულდაგულოდ შერჩეული, რიყის ქვით, რეებიც დაწყობილია წესიერ, თარაზულად გამავალ რიგებად.

ეკლესიის გეგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ორივე კარი თაღოვანი ყოფილა და შირიმის, სუფთად გათლილი ქვებით ყოფილა ნაწყობი. ორივე შესასვლელს მხოლოდ თითო წირთხლი და მასზე დაყრდნობილი თაღის წყობის ორ-ორი ქვაღა შემორჩა. ორივე წირთხლი დასრულებულია იმპოსტით, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული სიმაღლე და პროფილი აქვს. სამხრეთით შესასვლელის იმპოსტი ოდნავ მაღალია. მის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს დასავლეთ შესასვლელის იმპოსტის პროფილს კი თარო და შეზნექილი ზედაპირი. დასავლეთით შესასვლელი, სიმაღლით, სამხრეთისას უსწორდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ამ უკანასკნელზე ოდნავ უფრო განიერი ყოფილა.

საკურთხევლის აფსიდი მკვეთრად გამოხატული, ნალისებრი მოხაზულობისაა. აფსიდის ღერძზე, პარალელურწირთხლებიანი, ნახევარწრიულთავიანი სარკმელია, რითიც მთლიანდ შირიმითაა გამოყავნილი. საკურთხეველი, სარკმლის ძირის დონემდე, ნანგრევებითაა ამოვსებული და მისი არქიტექტურა გადაწყვეტა არ ირკვევა. გვერდით ნავები, უფასიდოა აღმოსავლეთით დასრულებული არიან სწორ კედლით, რეებიც თითქმის აფისდის შემორჩენილი კედლის თანაბარ სიმაღლეზე დგანან. მიუხედავად იმისა, არც ერთისა და არც მეორეს, გადამხურავი კონსტრუქციის არავითარი კვალი არ შემოღვა. ეგრეთ წოდებული სიბიწროვის მიუხედავად ისინი შემაღლებულ პროპორციებით იყო გადაწყვეტილი.

ნანგრევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის დასავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე, შემორჩენილია სწორკუთხა მოხაზულობის, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართულებით წაგრძელებული, მოზრდილი შენობის ნანგრევი. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთით და ჩრდილოეთთ კედლების მცირე ნაწილები, რომლებიც შერეული რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაგები. მათ შორის სამხრეთით კედლის ნათალი, შირომის ქვით გამოყვანილი კარის წირთხლის მცირე ნაწილი შემორჩა.

მინაშენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებობას ჩრდილოეთიდან ეკვრის მასზე ბევრად მოკლე, რიყის ქვის ირეგულარული წყობით ნაგები, სწორკუთხა გეგმის მქონე მინაშენი. რასაც იგი, როგორ ჩანს, ჩრდილოეთ კედელში არსებული კარით უკავშირდებოდა. დამოუკიდებელი შესასვლელი მინაშენს აღმოსავლეთიდან აქვს. შემორჩენილია სამხრეთით, წირთხლის მცირე ნაწილი, ამავე კედლის სამხრეთით კიდესთან მოწყობილია თაღოვანი ნიშა. მინაშენის სამხრეთით და დასავლეთით კედლებში თითო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მინაშენი გადახურულია რიყის წვრილი ქვით ნაწყობი ცილინდრული კამარით, რომლის ღერძი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენაა მიმართული.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით ორმოციოდე მეტრზე, რიყის ქვით ნაგები, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის კედლის ნაშთი და მიწაში ჩადგმული ქვევრია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]