კისისხევის ნათლისმცემლის შობის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კისისხევის ნათლისმცემლის შობის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლები, დგანან სოფელ კისისხევის სამხრეთ ნაწილში, სკოლის ეზოში, ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის მანძილზე. სამშენებლო წარწერის თანახმად, აგებული არიან 1767 წელს.

გ. ჩუბინაშვილის ცნობით, სამშენებლო წარწერა, რომელიც მას 1922 წელს აკაკი შანიძესთან ერთად უნახავს, ამოკვეთილი იყო ეკლესიის დასავლეთით, შესასვლელის ზემოთ, კედლის მცირე შეღრმავებაში მოთავსებულ, ონქისის, პატარა, ოთხკუთხა ფილაზე. 1933 წელს მკვლევარს ფილა ადგილზე აღარ დახვედრია, მისივე ცნობით, სოფლის მახოვრებლებს იგი ფხვიერ ნაწილაკებად უქცევიათ და სამედიცინო თვალსაზრისით გამოუყენებიათ. აკაკი შანიძის წაკითხვით, კოშკი და ნათლისმცემლის შობის ეკლესია 1767 წელს აუგია მეფე ერეკლე II-ის მოძღვართმოძღვარს ნიკოლოზს, კახთა მეფის მდივნის ზურაბის ძეს, ძმისწულის პართენ ხვაბელიძისთვის.

ნათლისმცემლის შობის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათლისმცემლის შობის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია წვრილი რიყის ქვით. შესასვლელები, სარკმლები და ლავგარდანი გამოყვანილია კვადრატული აგურით, შესასვლელი ორია დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი გარედან მშვილდისებრი თაღითაა გასრულებული სამხრეთით კარს შიგნიდანაც იგივე ფორმის თაღი ხურავს, დასავლეთით კარის თაღი კი ნახევარწრიულია.

აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწერიული აფსიდია, რის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი, თითო სარკმელი სამხრეთის კედლის აღმოსავლეთით ნაწილში და დასავლეთის კედელში, შესასვლელის გვერდებზე, მიწიდან დაახლოებით, 1 მეტრ სიმაღლეზე, გაუჭრიათ თითო განიერი, მსვილდისებრთაღიანი სარკმელი, აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, ორ-ორი შეისრულითაღიანი ნიშაა მოწყობილი. სამხრეთით ნიშების ზემოთ, კონქის ქუსლის დონეზე, მცირე ზომის, ოთხკუთხა ნიშაა. მსგავსი ერთი ნიშაა დარბაზის სამხრეთით კედლის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდის მხართან ახლოს, საკურთხეველია დარბაზის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია, საკურთხევლის შუაში შემორჩენილია ოთხწახნაგიანი ტრაპეზის ნაშთი.

დარბაზი გადხურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. მათ შორის ერთი კამარის შუაშია, ხოლო მეორე დასავლეთ კედელთან, ეს უკანასკნელი კუთხის პილისტრებზეა გადაყვანილი, შუა თაღი კი შეკიდულია უპლასტრო. შიგნით ეკლესია შელესილია და შეთეთრებულია. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღმავებით, გამოსახულია საფეხუროვანი პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი. კედლები დასრულებული იყო სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რის ქვედა საფეხური ერთრიგად ნაწყობიმ კუთხი შვერილი აგურებისგან შედგება, ზედა კი ჩვეულებრივად დაწყობილი აგურების ორი რიგისგან.

კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი საცხოვრებელ-სათავდაცვოა, გარედან მრგვალია და ზემოთკენ სწორხაზოვნად ვიწროვდება ენთაზისის გარეშე ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი, წვრილი რიყის ქვით, სართულშუა გადახურვები, თაღები და კარ-სარკმლები გამოყვანილია კვადრატული აგურით. აგური გამოყენებულია მოგვიანებით შეკეთებულ ადგილებშიც. XIX საუკუნეში კოშკს საცხოვრებლად იყენებდნენ, რის გამოც თავდაპირველი სახე მას მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი.

კოშკში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მიწის დონეზე. პირველი სართული გეგმით რვაწახნაგაა, სართულზე ქვსი, შეისრულთაღიანი, ღრმა ნიშა და ბუხარია. სართლი გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რაშიც ქუსლის დონეზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით, ზემოთკენ მიმართული თითო, სწორკუთხა სარკმელია, კოშკის დასავლეთი ნახევარში, კედლის სისქეში, მოწყობილია მეორე სართლზე ასასვლელი კიბე, რითიც კოშკში შესასვლელის მარჯვნივ წირთხელში იწყება.

მეორე სართული გეგმით ექვსწახნაგაა და პირველის მსგავსად, გყნბათივაბუ ჯანარა ხყრავს, იგი მთლიანად აგურითაა გამოყვანილი და აგურისავე ურთიერთგადაჯვარედინებული, საბჯენთაღებს ეყრდნობა, სართული. როგორც ჩანს, თავდაოურვეკად, კიბის უჯრედიდან შემომავალი ღიობიდან ნათდებოდა, სართუკზე მოწყობილი იყო ქვსი, შეიწრიული ბუხარია, რითიც საფეხურით შეღტმავებულ, სწორკუთხა არეში ზის. ჩრდილოეთით წახნაგში გაჭრილია შესასვლელი, რითც კედლის სისქეში მოწყობილ, მცირე სადგომში გადის, იგი სართულის იატაკიდან 0,5 მეტრით მაღლაა. სადგომი მოგრძოა, გეგმით სოწრკუთხა. მის დას, ბოლოში პატარა ბუხარია, აღმოსავლეთით ბოლოში კი ერთიმეორის ზემოთ ორი თაღოვანი ნიშა. ჩრდილოეთ კედელის შუაში, თთქმის იატაკის დონზე, მცირე ზომის სარკმელია, რის გვერდებზე, დაახლოებით 1მ სიმაღლეზე, სათოფურებია გაჭრილი სადგომის კამარა აგურისაა, ცინიდრული ფორმის, კედლები შელესილი ყოფილა. სართლის შუაში ამოსულია პირველი სართულის კამარის ზურგის ნაწილი, როგორც ჩანს, ამ სართულს ხის იატაკი ჰქონდა.

მესამე სართული სხვებზე მეტადააა გადაკეთებული. იგი შიგიდანაც წრიულია. კედელში სიმეტრიულად განლაგებული ყოფილა მაღალი, მშვილდისებრთაღოვანი სარკმლები როგორც ჩანს, იატაკიც და ჭერიც ხის ჰქონდა. ამ სართლზე ამოსასვლელი კიბეც. ასევე როგორც მცირე სართულისა, კოშკის დასავლეთით ნახევარშია, კედლის სისქეში, მეორე სართლის მსგავსად, იატაკი ამ სართულზეც ამობურცულია. კოშკი, როგორც ჩანს, დასრულებული იყო ქონგურებიანი ბანით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]