კისისხევის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კისისხევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ კისისხევის ქვემოთ მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირას. გურჯაანიიდან თელავისაკენ მიმავალი გზის პირას. თარიღდება XVII საუკუნის შუა წლებით. ეკუთვნოდა თავად ქობულაშვილებს. დიდი ხნის განმავლობაში კოშკი წისქვილის მაგივრობას ეწეოდა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მას „ციხის წისქვილს“ უწოდებს.

შენობა გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია, სამსართულიანი ნაგებია მთლიანად რიყის ქვით. გარედან ოთხივე კუთხეში აქვს მომრგვალებული, ზემოთკენ თანდათან შევიწროებული შვერილები. პირველი სართული ნახევარწრიული ფორმის ქვის კამარითაა გადახურული, მეორე სართლის გადახურვა გამართული იყო ხის კოჭებზე გრძივ კედლებზე შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები. მესამე სართული კი, ქონგურებით აღჭურვილი ბანი ყოფილა.

კოშკში შესასვლელი მოწყობილი იყო პირველ სართულზე აღმოსავლეთ კედლის სამხრეთით კიდეში. ამავე კედელში ერთი, შეწყვილებული სათოფური და ორი, თაღოვანი ნიშააა. დასავლეთის კედლის ჩრდილოეთ კუთხეში თაღოვანი ლიობია. რითიც კედლის სისქეში არსებულ, ზედა სართულთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედს უკავშირდება. ჩრდილოეთ კედელში გადაჭრილია სამი სარკმელ-სათოური. სამხრეთ კედელის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სათოფური კედელი. მოგვიანებით, შუაშუ გაუნგრევიათ და წყლის შემოსაყვანად, ორი ხვრელი მოუწყვით.

კოშკის მეორე სართული საცხოვრებელ-სათავდაცოა. მისთვის დამახასიათებელია სათოფურების სიმრავლე. სათოფურები ორ რიგადაა განლაგებული. ქვედა რიგის სათოფურები ქვემოთაა მიმართული ზედასი კი პირდაპირ. ჰორიზონტალურად მათ ზემოთ რამდენიმე პატარა, სწორკუთხა სარკმელია, რეებიც თავის მხრივ, მესამე რიგს ქმნის. სართულის ჩრდილოეთ კედელში, დანარჩენებისგან განსხვავებით, ქვედა რიგის სათოფურები ჩასმულია ნიშებში. ამავე კედლის აღოსავლეთ ნაწილში მოწყობილია ბუხარი დასავლეთ კედლის სისქეში. ამ სარულზეც ისევე როგორც ქვედა სართლზე მოწყობილია მესამე სართულზე ასასვლელი ქვიც კიბე. იგი ორსვლიანია. თითოეული სვლა კედლის ბოლოში იწყება. ისინი სადგომის მხარეს გახსნილია და დაბალი კედლით იყო შემოზღუდული, სხვლების დამაკავშირებელი ბაქანი კედლის შუაში, მესამე სართულის იატაკის დონეზეა. საიდანაც სართულზე გასასვლელი იყო გაკეთებული.

მესამე სართული ბანია, იგი საკმაოდ მაღალი, ქონგურებით დასრულებული კედლებით იყო შემოზთუდული. ქონგურების მცირე ნაწილი მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს შემორჩა. სართულის საბრძოლო ელემენტებს სალოდეებიც ემატება გრძივ კედლებში სამ-სამი სალოდეა მოწყობილი, ხოლო აღოსავლეთ კედელში ორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]