კისინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კისინის სახლი
რუს. Дом Кисина
კოორდინატები 47°13′08″N 39°43′00″E / 47.218847° ჩ. გ. 39.716567° ა. გ. / 47.218847; 39.716567
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დოროშენკო
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი 1899
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

კისინის სახლი (რუს. Дом Кисина) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს მოსკოვის ქუჩაზე (სახლი 72). აგებულია 1899 წელს ნიკოლაი დოროშენკოს პროექტის მიხედვით. შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლოს ორმა უმდიდრესმა ვაჭარმა ბენიამინ კისინმა და ისააკ ფროიმოვიჩმა გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი სავაჭრო სახლი. სახლის მშენებლობის დასრულების თარიღად მიიჩნევა 1899 წელს. თავდაპირველად სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა ქალაქის არქიტექტორის ნიკოლაი დოროშენკოს პროექტის მიხედვით.

1902 და 1910 წლებში შენობა გადააკეთეს არქიტექტორ ნიკოლაი დურბახის პროექტის მიხედვით. თავდაპირველად შენობას ჰქონდა ასო П-ს ფორმა, მისი ფასადები გადიოდა გაზეთის შესახვევზე. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობას დაეცა ბომბი და გაანადგურა აღნიშნული ნაწილი.

ოქტომბრის რევოლუციამდე სახლის პირველ სართლზე განთავსებული იყო მაღაზიები, ხოლო მის ზემოთ იყო ბინები, რომლებიც ნაქირავები ჰქონდათ ექიმებს, ადვოკატებს, ინჟინრებს. შენობაში ნაქირავები ჰქონდა ბინა ფაბიან გურის, რომელიც იყო კანისა და შინაგან სნეულებათა ექიმი. მას ჰქონდა გახსნილი რენტგენის კაბინეტიც.

შენობის ნაწილში განთავსებული იყო იაფი ბინები, რომელსაც ცალკე შესასვლელი ჰქონდა. შიდა ეზოში მიშენებული ჰქონდა ტერასა.

რევოლუციის შემდეგ პირველ სართულზე ჯერ კიდევ მუშაობდა ანასტას მიქოიანის სახელობის პროდუქტის მაღაზია. შენობის სხვა ნაწილში განთავსებული იყო სამისამართო ბიურო. ეს განყოფილება მუშაობდა 1990-იანი წლების ბოლომდე.

ამჟამად შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, მის პირველ სართულზე განთავსებულია მაღაზიები, ხოლო ზედა სართულებზე — ბინები. დაგეგმილია მოსახლეების გასახლება, შენობის აღდგენა და მასში მუზეუმის გახსნა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]