შინაარსზე გადასვლა

კიროვის რაიონი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიროვის რაიონი
Кировский район
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 59°52′10″ ჩ. გ. 30°13′51″ ა. გ. / 59.8696944° ჩ. გ. 30.2310278° ა. გ. / 59.8696944; 30.2310278
დაარსდა 1917
ფართობი 48 კმ²
მოსახლეობა 334 746[1] კაცი (2010)
ოფიციალური საიტი gov.spb.ru/gov/terr/reg kirovsk/

კიროვის რაიონი (რუს. Кировский район) — სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი რაიონი, მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა სერგეი კიროვის პატივსაცემად. რაიონს გასასვლელი აქვს ნევის ყურეში, რომლითაც შემდეგ ფინეთის ყურეს უკავშირდება. კიროვის რაიონის ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ეკატერინგოფკასა და სტაჩეკის მოედანზე გადის, აღმოსავლეთი — ლომონოსოვის სარკინიგზო ხაზზე, სამხრეთი კი მარშალ ჟუკოვის მოედანსა და მდინარე კრასნენკაიაზე.

რაიონის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი სამრეწველო საწარმო, 19 სამშენებლო ორგანიზაცია, 30-ზე მეტი სატრანსპორტო საწარმო და მრავალი სასწავლო დაწესებულებაა. კიროვის რაიონის ტერიტორიაზე 5 მეტროსადგური მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]