კირთარის ქედი
იერსახე
| კირთარის ქედი | |
|---|---|
კირთარის ქედი | |
| კოორდინატები: 27°00′00″ ჩ. გ. 67°09′20″ ა. გ. / 27.00000° ჩ. გ. 67.15556° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | ზარდაქი |
| სიმაღლე | 2237 მ |
| სიგრძე | 300 კმ |
კირთარის ქედი (ურდუ كوه کیر تھر, სინდჰი. کير ٿر جبل) — ქედი პაკისტანში. ვრცელდება სინდისა და ბელუჯისტანის პროვინციების ტერიტორიაზე, ირანის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეკვრის მდინარე ინდის ხეობას. სიგრძე დაახლოებით 300 კმ. სიმაღლე უმეტესწილად 1000-1500 მ-ის ფარგლებში მერყეობს. მაქსიმალური სიმაღლე 2237 მ (მთა ზარდაქი). უმთავრესად აგებულია ქვიშაქვებითა და კირქვებით. დასავლეთი და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთები მუსონებს ექვემდებარება და დაფარულია სხვადასხვა სახის მცენარეულობით. შედარებით მშრალ კალთებზე გაბატონებულია მთის უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ლანდშაფტები. ქედის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს კირთარის ეროვნული პარკი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კირთარის ქედი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Краткая географическая энциклопедия. Том 2: М., 1961.