კირა სედვიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კირა სედვიკი

კირა სედვიკი (ინგლ. Kyra Sedgwick; დ. 19 აგვისტო, 1965 წელი) არის ცნობილი ამერიკული მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, რომელიც ცნობილია ბრენდა ლეი ჯონსონის მთავარი როლით TNT - ს კრიმინალურ დრამაში - "The Closer". ჯონსონის როლისთვის, 2007 წელს სედვიკმა მიიღო ოქროს გლობუსის პრემია, ხოლო 2010 წელს ემის პრემია.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირა სედვიკი დაიბადა 1965 წლის 19 აგვისტოს ნიუ–იორკში, აშშ. იგი არის ჰენრი და პატრიცია ჰელერების ქალიშვილი. კირას დედა ოჯახის თერაპევტი იყო, მამა - კაპიტალისტი. მისმა დიდმა ბაბუამ დააარსა გორტონის სკოლა. კირას ბიძა - ელერი სედვიკი The Atlantic Monthly - ის მფლობელი იყო, კირას ძმა რობერტ სედვიკი არის მსახიობი, ხოლო მისი ნახევარძმა მაიკ სტერნი - ჯაზის შემსრულებელი.

სედვიკის მშობლები დაშორდნენ, როდესაც ის მხოლოდ 6 წლის იყო. მშობლების დაშორების შემდეგ კირა საცხოვრებლად გადავიდა დედასთან და მამინაცვალთან.

12 წლის ასაკში კირა პირველად გამოვიდა სცენაზე. მან იმონაწილევა სკოლის სპექტაკლში - "Fiddler on the Roof".

სედვიკმა საშუალო სკოლის ატესტატი მანჰეტენის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო სარა ლოურენსის კოლეჯსა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ყოფნისას მან გააცნობიერა, რომ უმაღლესი განათლება მისთვის არ იყო და მისი გული მსახიობობისკენ მიისწრაფოდა. ამიტომ, მან სწავლა შეწყვიტა და დაიწყო მსახიობობა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, კირა სედვიკი დაქორწინებულია პოპულარულ მსახიობზე, კევინ ბაკონზე. ისინი დაქორწინდნენ 1988 წლის 4 სექტემბერს. მათ ჰყავთ ორი შვილი, სახელად სოსიე და ტრევისი.

გასაოცარია, რომ წყვილის ქორწინება 29 წლის განმავლობაში გაგრძელდა, ყოველგვარი ჭორებისა და დაპირისპირებების გარეშე. ისინი მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის შთაგონებაა. ამ ეტაპზე კირას თავის ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც სედვიკი 16 წლის იყო, მან მიიღო პირველი შესაძლებლობა, გამხდარიყო პროფესიონალი მსახიობი. მან მიიღო როლი ამერიკულ სატელევიზიო სერიალში - "Another World". მაგრამ მას თვალები უფრო დიდ სამსახიობო სცენისაკენ ჰქონდა მიპყრობილი. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მან უფრო და უფრო მეტი დრო დაუთმო ტელევიზიას და შექმნა ძლიერი რეზიუმე. 1985 წელს კირამ შეასრულა მთავარი როლი ფილმში - "Cindy Eller: A Modern Fairy Tale" და ასევე მან მონაწილეობა მიიღო ფილმში - "Lemon Sky" (1987).

1989 წელს სედვიკმა მოიპოვა პირველი დიდი ეკრანის როლი, როგორც მეორეხარისხოვანი მსახიობი, ოლივერ სტოუნის ფილმში - "Born on the Fourth of July". მან დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან ფილმში მან ითამაშა ცნობილ მსახიობთან, ტომ კრუზთან ერთად. იმავე წელს მან მიიღო ემის პრემია გამარჯვებული სატელევიზიო ფილმით - "Miss Rose White ", სადაც მან ითამაშა პოლონელი ქალის როლი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება ნიუ იორკში.

1992 წელს კირამ ითამაშა ქალის მთავარი როლი ფილმში - "Singles". იგი მუშაობდა ისეთ ცნობილ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან მეთ დილონი, ბრიჯეტ ფონდა, ედი ვედერი, კრის კორნელი და ა.შ. ფილმი იყო სიყვარულზე და კოლეჯის დამთავრების შემდგომ ცხოვრებაზე.

ამის შემდეგ სედვიკმა გადაიღო ფილმები: "Heart and Souls" (1993), "Something to Talk" (1995), "Phenomenon" (1995). 2003 წელს კირამ ითამაშა მეი კოლმენის როლი ფილმში - "Secondhand Lions", 2007 წელს კი სტელა პეკის როლი ფილმში - "The Game Plan".

2005 წლიდან კირა მონაწილეობდა სერიალში - "The Closer". ეს სერიალი გახდა მისი ცხოვრების ეპიკური წარმატება. მან შეასრულა უფროსის მოადგილის - ბრენდა ლეის როლი სერიალში და გახდა ამერიკული ტელევიზიის ჰიტი. სედვიკის კარიერაში დადგა დრო, როდესაც იგი "The Closer" - ის თვითოეული ეპიზოდით დაახლოებით 30 ათას აშშ დოლარის შოულობდა. სერიალმა მას მრავალი ნომინაცია და პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. მან მოიგო ოქროს გლობუსი მთავარი როლის შემსრულებლისთვის 2007 წელს, ხოლო 2010 წელს მან მოიგო - ემის ჯილდო.

2017-2018 წლებში მან ითამაშა ბევრ ფილმში, მათ შორის "Story of a Girl" (2017), "God Friended Me" (2019), "Girls Weekend" (2019), "City on the Hill" (2019), და "Brooklyn Nine-Nine" (2020) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.thefamouspeople.com/profiles/kyra-sedgwick-3952.php

https://marriedbiography.com/kyra-sedgwick-biography/

https://www.imdb.com/name/nm0001718/bio

https://trendsfollow.com/kyra-sedgwick-net-worth-2020/

ყურადღება.სორტირების გასაღებს «სედვიკი, კირა»-ს გააჭრის წინა გასაღებს «კირა სედვიკი»-ს.