კირან კალკინი
| კირან კალკინი | |
|---|---|
|
კალკინი 2024 წელს | |
| დაბადების სახელი | კირან კაილ კალკინი |
| დაბადების თარიღი |
30 სექტემბერი, 1982 ნიუ-იორკი, აშშ. |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | პროფესიონალ ბავშვთა სკოლა |
| საქმიანობა | კინომსახიობი, თეატრის მსახიობი, ტელემსახიობი და მსახიობი[1] |
| აქტიური | 1988—დღემდე |
| მეუღლე(ები) | ჯაზ შარტონი (იქ. 2013) |
| შვილ(ებ)ი | 2 |
| მშობლები |
მამა: კიტ კალკინი დედა: პატრისია ბრენტრეპი |
| ნათესავები |
რორი კალკინი (ძმა) მაკოლეი კალკინი (ძმა) ბონი ბედელია (დეიდა) |
კირან კაილ კალკინი (დ. 30 სექტემბერი, 1982) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია უარყოფითი, თუმცა მაყურებლის სიმპათიის გამომწვევი პერსონაჟების თამაშით კინოში და სცენაზე.[2] მის ჯილდოებში შედის ოსკარი, ბრიტანული აკადემიის ჯილდო, სატელევიზიო ემის ჯილდო და ორი ოქროს გლობუსი.
კალკინმა კარიერა ღრმა ბავშვობისას მცირე თეატრებში როლების შესრულებით დაიწყო. მისი კინოდებიუტი შედგა საშობაო კომედიურ ფილმში „მარტო სახლში“ (1990), სადაც მისი უფროსი ძმა, მაკოლეი კალკინი, მთავარ როლს ასრულებდა. ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა 2002 წელს, როდესაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „იგბი დაბლა მიექანება“ - ამ ფილმმა მას პირველი ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა. ამის შემდეგ, პირადი მიზეზების გამო, კალკინმა ინდუსტრია დატოვა და მოგვიანებით ჰოლივუდს ფილმით „სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ“ (2010) დაუბრუნდა. კირანმა 2024 წელს „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში“ ნომინაციაში ოსკარი ფილმით „ნამდვილი ტკივილი“ მოიგო.
ტელევიზიაში კალკინმა დიდი წარმატება მოიპოვა HBO-ს სერიალ „მემკვიდრეობაში“ (2018-2023) რომან როის როლის შესრულებით, რის გამოც მას დრამის ჟანრის სერიალის ბრწყინვალე წამყვანი მსახიობის ემის ჯილდო გადაეცა. მის მიერ გახმოვანებული პერსონაჟები გვხვდებიან ტელესერიებში - „სოლარული წინაღობები“ (2022—დღემდე) და „სკოტ პილიგრიმი მიფრინავს“ (2023). უესტ-ენდსა და ბროდვეიზე მას უთამაშია კენეთ ლონერგანის დადგმაში - „ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა“; ასევე შეასრულა რიჩარდ რომას როლი დევიდ მემეტის „გლენგარი გლენ როსში“ (2025).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #136191371 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ McDonough, Michael (May 9, 2023). „Kieran Culkin“. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc. ISBN 978-1-59339-292-5. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 13, 2024. ციტირების თარიღი: January 16, 2025.
- დაბადებული 1982
- ცოცხალი ადამიანები
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი კინომსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი თეატრის მსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი ტელემსახიობები
- გერმანელი ამერიკელები
- ირლანდიელი ამერიკელები
- ნორვეგიელი ამერიკელები
- ამერიკელი მამაკაცი გამხმოვანებლები
- Obie-ის ჯილდოს მფლობელები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- ნიუ-იორკში დაბადებულები
- ოსკარის მფლობელი კინომსახიობები