კიოში ტაკაჰამა
| იაპონ. 高浜虚子 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1874[1] |
|---|---|
| დაბადების ადგილი | მაცუიამა |
| გარდაცვალების თარიღი | 8 აპრილი, 1959[1] (85 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | იუიგაჰამა |
| დასაფლავებულია | ძუფუკი-ძის მონასტერი |
| საქმიანობა | პოეტი, რომანისტი, მწერალი[2] და ლიტერატურული კრიტიკოსი |
| მოქალაქეობა |
იაპონია |
| ალმა-მატერი | ვასედის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | კულტურის ორდენი და კულტურის დამსახურებული მოღვაწე |
| შვილ(ებ)ი | ტაცუკო ჰოშინო, ტოშიო ტაკაჰამა, ტომოჯირო იკენუჩი, ჰარუკო ტაკაგი და აკიკო უენო |
კიოში ტაკაჰამა (იაპონ. 高浜 虚子, ტაკაჰამა კიოში, დ. 22 თებერვალი, 1874 — გ. 8 აპრილი, 1959) — იაპონელი პოეტი, რომელიც შემოქმედებრივად აქტიური იყო იაპონიის შოვას პერიოდში. მისი ნამდვილი სახელი იყო ტაკაჰამა კიოში (იაპონ. 高浜清); ფსევდონიმი კიოში მას მისმა მენტორმა, მასაოკა შიკიმ მიანიჭა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიოში დაიბადა ქალაქ მაცუიამაში, დღევ. ეჰიმეს პრეფექტურაში; მისი მამა, იკენოუჩი მასატადა, იყო ყოფილი სამურაი და ფარიკაობის ოსტატი, ასევე ტრადიციული ნოჰ დრამის თაყვანისმცემელი. თუმცა, მეიჯის რესტავრაციის შემდეგ მან დაკარგა თავისი ოფიციალური თანამდებობები და ფერმერობას მიჰყო ხელი საპენსიო ასაკში. კიოში გაიზარდა ამ სოფლურ ლაღ გარემოში, რამაც გავლენა მოახდინა ბუნებისადმი მის მიჯაჭვულობაზე. ცხრა წლის ასაკში კიოშიმ მემკვიდრეობა მიიღო ბებიის საგვარეულოდან და აიღო მისი გვარი ტაკაჰამა. მან გაიცნო მასაოკა შიკი კლასელის, კავაჰიგაში ჰეკიგოტოს მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ შიკი სთხოვდა, ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, კიოშიმ მის რჩევას ყურადღება არ მიაქცია, სკოლა 1894 წელს დატოვა და ტოკიოში წავიდა ედოს პერიოდის იაპონური ლიტერატურის შესასწავლად. 1895 წელს ჩაირიცხა ტოკიო სენმონ გაკოში (თანამედროვე ვასედას უნივერსიტეტი), მაგრამ მალე დატოვა უნივერსიტეტი რედაქტორად და ლიტერატურულ კრიტიკოსად მუშაობისთვის ლიტერატურულ ჟურნალ ნიჰონჯინში. სამუშაოდ ყოფნისას მან ასევე წარმოადგინა ჰაიკუ პოეზიის ვარიანტები, ექსპერიმენტებს ატარებდა მარცვლების არარეგულარული რაოდენობების შეწყობით. დაქორწინდა 1897 წელს.
მის შთამომავლებს შორის არიან მისი ვაჟი, კომპოზიტორი ტომოჯირო იკენოუჩი და შვილიშვილი და ჩელისტი, კრისტინა რეიკო კუპერი.
ლიტერატურული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1898 წელს კიოშიმ დაიწყო ჰაიკუ-ჟურნალ „ჰოტოტოგისუს“ მართვა, რომელსაც ადრე შიკი რედაქტირებდა, და გადაიტანა ჟურნალის შტაბბინა მაცუიამადან ტოკიოში.
„ჰოტოტოგისუში“ მან შეინარჩუნა ჰაიკუს ტრადიციული სტილი, ახალი ტენდენციისგან განსხვავებით, რომელიც ვითარდებოდა ჰეკიგო სკოლაში და არ მიჰყვებოდა 17 მარცვლიან ტრადიციულ შაბლონს. კიოშიმ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა კიგოს (სეზონური სიტყვა) სიმბოლურ ფუნქციას და ცდილობდა, სრულად გამოერიცხა თანამედროვე ტენდენცია უსეზონო ჰაიკუსკენ. „ჰოტოტოგისუს“ რედაქტირებისას მან ასევე გააფართოვა ჟურნალის მოცულობა, რათა მოეცვა ვაკა-პოემები და პროზაც, ისე რომ, იგი გახდა ზოგადი ლიტერატურული ჟურნალი. სწორედ აქ პირველად გამოქვეყნდა ნაცუმე სოსეკის „ვაგაჰაი ვა ნეკო დე არუ“ („მე კატა ვარ“) და კიოშიმ თავადაც შეიტანა საკუთარი ლექსები და მოკლე მოთხრობები. ეს მოთხრობები შეიკრიბა ანთოლოგიაში „კეიტოში“ („მამლის ფიფქი“, 1908), წინასიტყვაობით ნაცუმე სოსეკისა, რომელმაც შინაარსი აღწერა, როგორც „მშვიდი ამბები“.
1908 წელს კიოშიმ დაიწყო სრულმეტრაჟიანი რომანი „ჰაიკაიში“ („ჰაიკუს ოსტატი“), რომელიც გაზეთებში სერიალიზებული ფორმით გამოჩნდა. ამას მოჰყვა „ბონჯინი“ („ჩვეულებრივი ადამიანი“, 1909) და „ჩოსენი“ („კორეა“, 1912).
1912 წლის შემდეგ მან კვლავ განაახლა ინტერესი ჰაიკუსადმი და გამოაქვეყნა კომენტარი ჰაიკუს კომპოზიციაზე — „სუსუმუბეკი ჰაიკუ ნო მიჩი“ („ბილიკი, რომელიც ჰაიკუმ უნდა გაიაროს“, 1915–1917). თუმცა, ის აგრძელებდა მოკლე მოთხრობების წერას, „ჰოტოტოგისუს“ რედაქტირებას და დაწერა კიდევ ერთი რომანი — „ფუტაცუ კაკი“ („ორი ხურმა“, 1915). გარდა ამისა, მან დაიწყო ინტერესის გამოხატვა ტრადიციული ნოჰ-თეატრის მიმართ და თავადაც დაწერა რამდენიმე ახალი პიესა.
კიოშიმ თავის სიცოცხლეში შექმნა 40,000-დან 50,000-მდე ჰაიკუ, რომლებიც გამოქვეყნდა ანთოლოგიებში, როგორიცაა „კიოში-კუშუ“ და „გოჰიაკუ-კუ“. მისი მთავარი ომისშემდგომი რომანი იყო „ნიჯი“ (1947).
1954 წელს კიოში ტაკაჰამას იაპონიის მთავრობამ მიანიჭა კულტურის ორდენი. „ჰოტოტოგისუს“ რედაქტორად მუშაობისას კიოში გადამწყვეტ როლს ასრულებდა ახალი მწერლებისა და პოეტების ლიტერატურულ სამყაროში შემოყვანაში, მათ შორის გამორჩეულები არიან: მიზუჰარა შუოში, იამაგუჩი სეიში და ტაკანო სუჯუსი. მან ასევე წაახალისა თავისი მეორე ქალიშვილი, ტაცუკო ჰოშინო, გამოეშვა საკუთარი ჰაიკუ-ჟურნალი „ტამამო“.
კიოში კამაკურაში გადავიდა 1910 წელს — შვილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და საკუთარი თავისთვის ახალი დასაწყების მოსაძებნად — და იქ იცხოვრა თითქმის 50 წელი, გარდაცვალებამდე. მისი საფლავი მდებარეობს კამაკურაში, ძუფუკუ-ძის ტაძარში. გარდაცვალების შემდეგ მას იაპონიის მთავრობამ მიანიჭა წმინდა საგანძურის ორდენი, პირველი კლასი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]