კინტრიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კინტრიში (მდინარე))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კინტრიში (მრავალმნიშვნელოვანი).
კინტრიში

კინტრიშის ხეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქალაქები ქობულეთი
სათავე მესხეთის ქედი
41°43′53″ ჩ. გ. 42°08′21″ ა. გ. / 41.73139° ჩ. გ. 42.13917° ა. გ. / 41.73139; 42.13917
სათავის მდებარეობა მთა ხინო
სათავის სიმაღლე 2599 მ
შესართავი შავი ზღვა
41°48′14″ ჩ. გ. 41°46′13″ ა. გ. / 41.80389° ჩ. გ. 41.77028° ა. გ. / 41.80389; 41.77028
შესართავის მდებარეობა ქობულეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 45 კმ
აუზის ფართობი 291 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 17,3 მ³/წმ
კინტრიში — საქართველო
კინტრიში
კინტრიში
კინტრიში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
კინტრიში
კინტრიში
— სათავე, — შესართავი
კინტრიში ვიკისაწყობში
1877-1878 წწ.

კინტრიში (ძვ. ხინოს წყალი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მთა ხინოს მახლობლად, ზღვის დონიდან 2599 მ-ზე, ქობულეთთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 45 კმ, მდინარის აუზის ფართობი 291 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალუხვია შემოდგომაზეც, წყალმცირობაზამთარსა და ზაფხულში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 35 %, ზაფხულზე — 18 %, შემოდგომაზე — 31 %, ზამთარზე — 16 %. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 17,3 მ³/წმ. კინტრიშს ყოველწლიურად ზღვაში შეაქვს 540 მლნ. მ³ წყალი.

მდინარე კინტრიშის სათავეებთან შექმნილია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი, მდინარეზე რამდენიმე ისტორიული თაღოვანი ხიდია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: