კინტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
კინტალი
Kiental
Kiental entre Herrsching y Andechs, Alemania 2012-05-01, DD 12.JPG
ხე, რომელსაც ფესვები მოუჩანს, სოფელი კინტალი, ჰერშინგსა და ანდეკსს შორის, გერმანია.
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კანტონი ბერნის კანტონი
მუნიციპალიტეტი ფრუტიგენ-ნიდერზიმენტალი
კოორდინატები 46°35′17″ ჩ. გ. 7°43′26″ ა. გ. / 46.58806° ჩ. გ. 7.72389° ა. გ. / 46.58806; 7.72389
ცენტრის სიმაღლე 960 მეტრი
ოფიციალური საიტი http://www.kiental.ch
კინტალი — შვეიცარია
კინტალი

კინტალისოფელი შვეიცარიის კანტონ ბერნში, ჰერშინგსა და ანდეკსს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კინტალის კონფერენცია.

1915 წლის სექტემბრის დასაწყისში კინტალიდან 50 კმ-ში ციმერვალდში, გაიმართა პირველი საერთაშორისო სოციალისტური კონფერენცია. ვლადიმერ ლენინმა ჩამოაყალიბა ციმერვალდის მემარცხენე დაჯგუფება და მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს გადაედგათ პირველი ნაბიჯები ომის საწინააღმდეგო საერთაშორისო მოძრაობის განვითარებაში.

შემდეგი კონფერენცია გაიმართა კინტალში 1916 წლის 24-30 აპრილს. ლენინმა და ციმერვალდის მემარცხენეთა დაჯგუფებამ წარმოადგინეს რეზოლუცია, მაგრამ კონფერენცია შეთანხმდა ხელშეკრულების კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც მიიღეს სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფების მოლაპარაკების შედეგად.

კინტალში მიღებული მანიფესტი იყო ციმერვალდის მანიფესტთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯი და დაეხმარა ინტერნაციონალურ ელემენტებს, რომელთაც მოგვიანებით ჩამოაყალიბეს მესამე კომუნისტური ინტერნაციონალი ანუ კომინტერნი. [1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Read, Christopher, Lenin (2005) pp. 132–134.
  2. History of the CPSU(b). ნიუ-იორკი: International Publishers, 1939. pp. 160–166.