კინკანი
Jump to navigation
Jump to search
| კინკანი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Fortunella margarita | ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Fortunella | ||||||||||
| ||||||||||
კინკანი (ლათ. Fortunella) — მარადმწვანე ხეების და ბუჩქების გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. მჭიდროდ დატოტვილი, 2-3 მ სიმაღლის მცენარეა.
აქვს ვიწრო და წვეტიანი ფოთოლი, თეთრი ყვავილი, წვრილი (2 სმ-მდე დიამეტრის), მოტკბო-მომჟავო ნაყოფი. ყვავილობს ივლისში, ნაყოფი იანვარ-თებერვალში მწიფდება. მისგან ამზადებენ მურაბას, იყენებენ საკონსერვო წარმოებაში და დეკორატიული მიზნით.
საქართველოში გავრცელებულია „ნაგამი“, რომელიც დეკემბერში იკრიფება და კარგად ინახება, იჭმება კანიანად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლეკვეიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 521, თბ., 1980 წელი.
