კინკაკუ-ძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კინკაკუ-ძი

კინკაკუ-ძი (იაპონ. 金閣寺, „ოქროს პავილიონის ტაძარი“), ოფიციალური სახელწოდებაა როკუონ-ძი (იაპონ. 鹿苑寺, „ირმის ბაღის ტაძარი“) — ძენ ბუდისტური ტაძარი კიოტოში, იაპონიაში.[1] ტაძარი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობაა და ყოველწლიურად მრავალ მნახველს იზიდავს.[2] კინკაკუ-ძი ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ისტორიული საიტი, ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული ლანდშაფტი და იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ანტიკური კიოტოს ისტორიული ძეგლების 17 ნიმუშიდან ერთ-ერთია.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიკაკუ-ძი თავდაპირველად ვილა იყო, რომელსაც კიტაიამა-დაი (北山第) ეწოდებოდა და ძლიერ სახელმწიფო მოხელეს, საიონძი კინცუნეს ეკუთვნოდა.[4] მისი ისტორია 1397 წლიდან იწყება, როდესაც ვილა საიონძის ოჯახისგან სიოგუნმა აშიკაგა იოშიმიცუმ შეიძინა და კინკაკუ-ძის კომპლექსად გადააკეთა.[4] იოშიმიცუს გარდაცვალების შემდეგ, მისი სურვილის შესაბამისად მისმა ვაჟმა შენობა ძენის ტაძრად გადააკეთა.[2][5]

ონინის ომის დროს (1467–1477) კომპლექსის ყველა ნაგებობა, გარდა პავილიონისა, დაიწვა.[4]

1950 წლის 2 ივლისს, 02:30 საათზე, 22 წლის ახალბედა ბერმა, ჰაიაში იოკენმა პავილიონი დაწვა, შემდეგ დაიმონ-ძის მთზე თავის მოკვლა სცადა, მაგრამ გადარჩა და დააკავეს. ბერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა დარღვევების გამო (დევნის კომპლექსი და შიზოფრენია) 1955 წლის 29 სექტემბერს გაათავისუფლეს გონებრივი. იგი 1956 წლის მარტში ტუბერკულოზისგან განრდაიცვალა.[6] ხანძრის დროს აშიკაგა იოშიმიცუს ქანდაკება განადგურდა, თუმცა შემდეგში აღადგინეს. ეს მოვლენები ლიტერატურულად იუკიო მისიმამ აღწერა 1056 წლის წიგნში ოქროს ტაძარი.[1]

დღევანდელი პავილიონი 1955 წლით თარიღდება, როცა იგი ხელახლა ააგეს. პავილიონი სამგანყოფილებიანია, რომლის სიმაღლეც 12.5 მეტრია. რეკონსტრუქცია თავდაპირველი პავილიონის ასლის შექმნას ისახავდა მიზნად, ოქროფურცლის საფრის ჩათვლით, რომელიც ორიგინათან შედარებით, უფრო სქელი დაამზადეს. გარდა ამისა, პავილიონის ინტერიერი, ნახატებისა და იოშიმიცუს ქანდაკების ჩათვლით, ხელახლა აღადგინეს. საბოლოოდ, სახურავი 2003 წელს განაახლეს. სახელწოდება კინკაკუ მომდინარებს ოქროსფურცლიდან, რომლითაც პავილიონია დაფარული. ოქრო სიკვდილთან მიმართებით უარყოფითი აზრებისა და გრძნობების გაწმენდასა და შემსუბუქებას ისახავს მიზნად.[7]

დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს პავილიონი როკუონ-ძის სატაძრო კომპლექსის სამგანყოფილებიანი ნაგებობაა. ზედა ორი განყოფილება წმინდა ოქროფურცლითაა დაფარული.[8] პავილიონი ფუნქციონირებს, როგორც შარიდენი (舎利殿), სადაც ბუდას რელიქვიაა (ბუდას ფერფლი) დაცული. შენობა კიოტოში მდებარე სხვა ნაგებობების, გინკაკუ-ძისა (ვერცხლის პავილიონის ტაძარი) და შიოკოკუ-ძისთვის მნიშვნელოვან მოდელად იქცა. ამ შენობების აგებისას აშიკაგა იოშიმიცუმ კინკაკუ-ძის სტილი გამოიყენა.[1]

არქიტექტურული დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავილიონი სამი არქიტექტურული სტილის, სინდენის, სამურაისა და ძენის ნაზავია. თითოეული სტილი თითო სართულზეა გამოყენებული.[1] პირველ სართულს დრაჰმის წყლების ოთახი ეწოდება და სინდენ-ძუკურის სტილში, XI საუკუნის ჰეიანის პერიოდის საცხოვრებელ სტილშია აგებული. იგი დაპროექტებულია, როგორც ღია სივრცე, დამატებითი ვერანდებით და აგებულია ბუნებრივი, შეუღებავი ხისა და თეთრი თაბაშირისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boults, Elizabeth, and Chip Sullivan. Illustrated History of Landscape Design. Hoboken, NJ: John Wiley & Sons, 2010.
  • Gerhart, Karen M. The Material Culture of Death in Medieval Japan. Honolulu: University of Hawaii Press, 2009.
  • Pregil, Philip, and Nancy Volkman. Landscapes in History: Design and Planning in the Eastern and Western Tradition. Hoboken, NJ: John Wiley & Sons, 1992.
  • Young, David, and Michiko Young. The Art of Japanese Architecture. North Claredon, VT: Tuttle Publishing, 2007.
  • Young, David, Michiko Young, and Tan Hong. Introduction to Japanese Architecture. North Claredon, VT: Periplus, 2005.
  • Schirokauer, Conrad; Lurie, David; Gay, Suzanne (2005). A Brief History of Japanese Civilization. Wadsworth Publishing. ISBN 978-0-618-91522-4. OCLC 144227752.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Kinkakuji Temple - 金阁寺, Kyoto, Japan. Oriental Architecture. ციტირების თარიღი: 2010-07-13.
  2. 2.0 2.1 Bornoff, Nicholas (2000). The National Geographic Traveler: Japan. National Geographic Society. ISBN 0-7922-7563-2.
  3. Places of Interest in Kyoto (Top 15 most visited places in Kyoto by visitors from overseas). Asano Noboru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2010-07-15.
  4. 4.0 4.1 4.2 Kinkaku-ji in Kyoto. Asano Noboru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2010-07-15.
  5. Scott, David (1996). Exploring Japan. Fodor's Travel Publications, Inc. ISBN 0-679-03011-5.
  6. Albert Borowitz (2005). Terrorism for self-glorification: the Herostratos syndrome. Kent State University Press, გვ. 49–62. ISBN 978-0-87338-818-4. ციტირების თარიღი: 1 July 2011.  See: Herostratos syndrome
  7. Gerhart, Karen M. The material culture of Death in medieval Japan. N.p.: University of Hawaii Press, 2009. N. pag. Print.
  8. Eyewitness Travel Guides: Japan. Dorling Kindersley Publishing (2000). ISBN 0-7894-5545-5.