კინგ პაუერი (სტადიონი)
იერსახე
|
| |
| წინა სახელები | უელკერს სტეიდიუმი (2002-2011) |
|---|---|
| მდებარეობა | ლესტერი, ინგლისი |
| გაიხსნა | 23 ივლისი, 2002 |
| მესაკუთრე | King Power |
| საფარი | ბალახი |
| ტევადობა | 32,259[1] |
| გუნდები | |
| ს.კ. ლესტერ სიტი | |
კინგ პაუერ სტეიდიუმი (ინგ. King Power Stadium) — საფეხბურთო სტადიონი ლესტერში, ინგლისში, რომელსაც იყენებს „ლესტერ სიტი“ საშინაო მატჩების გასამართად. კინგ პაუერ სტეიდიუმი 2002 წლის 23 ივლისს გაიხსნა, ხოლო პირველი მატჩი გაიმართა 4 აგვისტოს, როდესაც „ლესტერი“ და ბილბაოს „ატლეტიკი“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (1-1). ტევადობის მიხედვით ის ინგლისის მასშტაბით მე-19 ადგილზეა (32 312). კინგ პაუერმა 2015 წელს რაგბის მსოფლიო თასის 3 შეხვედრას უმასპინძლა. ასევე 2006 წლის 3 დეკემბერს გაიმართა რაგბის ამხანაგური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის საუკეთესი თხუთმეტეული დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო თხუთმეტეულს შეხვდა. მატჩი სამხრეთ აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 32-7.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- premierleague.com დაარქივებული 2015-08-23 საიტზე Wayback Machine.
- footballgroundguide.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Premier League Handbook 2024/25 (30 ივლისი, 2024).