კინგ-ედუარდ-პოინტი
| დედაქალაქი | |
|---|---|
|
კინგ-ედუარდ-პოინტი ინგლ. King Edward Point | |
|
კინგ ედუარდ პოინტი | |
| ქვეყანა |
|
| ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია | სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები |
| კოორდინატები | 54°17′00″ ს. გ. 36°29′42″ დ. გ. / 54.28333° ს. გ. 36.49500° დ. გ. |
| დაარსდა | 1950 |
| ცენტრის სიმაღლე | 106 მეტრი |
| ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
| მოსახლეობა | 22 (ზაფხული), 12 (ზამთარი) კაცი (2018) |
| სასაათო სარტყელი | UTC-2 |
| ოფიციალური საიტი | https://www.bas.ac.uk/polar-operations/sites-and-facilities/facility/king-edward-point/ |
კინგ-ედუარდ-პოინტი (ინგლ. King Edward Point) – დიდი ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის მუდმივი კვლევითი სადგური სამხრეთ ჯორჯიის კუნძულზე. ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სამხრეთი ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების დედაქალაქი.[1] ის მდებარეობს კამბერლენდის აღმოსავლეთ ყურეში, კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.[2] დასახლება მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ყველაზე პატარა დედაქალაქია, პალაუს დედაქალაქ ნგერულმუდის შემდეგ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლება კინგ-ედუარდ-პოინტს სახელი მეფე ედუარდ VII-ის პატივსაცემად ეწოდა. დასახლება გრიუტვიკენი (ნორვეგიულად და შვედურად ქოთნის ყურე) ახლოს მდებარეობს და სახელი სელაპებზე მონადირეების პატივსაცემად ეწოდა.[3] ორივე ეს ადგილი მეფე ედუარდის ყურის გასწვრივ მდებარეობს.[4]
კინგ-ედუარდ-პოინტში ფოსტა 1909 წელს დაარსდა და მას შემდეგ ფუნქციონირებს, ფოლკლენდის ომის გარდა.[5] კინგ-ედუარდ-პოინტში უძველესი შენობა 1914 წელს აშენებული საბაჟო საწყობი და ციხეა.[6]
1925 წელს აშენდა ასაწყობი ლაბორატორია „დისქავერი ჰაუსი“ და ექვსი წლის განმავლობაში ბიოლოგების მიერ გამოიყენებოდა ვეშაპის ლეშებიდან ნიმუშების შესაგროვებლად. 1929 წელს „დისქავერი II“ ოკეანოგრაფიული კვლევებისთვის გაიხსნა.[7]
არგენტინელი ჯარისკაცები კინგ-ედუარდ-პოინტთან 1982 წლის 24 მარტს ჩავიდნენ და ის 3 აპრილს დაიკავეს. ბრიტანელებმა კინგ-ედუარდ-პოინტი აპრილის ბოლოს დაიბრუნეს.[8]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტერიტორიაზე ბინადრობენ ზღვის სპილოები და ზღვის კატები.[3] კინგ-ედუარდ-პოინტში შემოყვანილი იქნა კატები, მაგრამ უკანასკნელი მათგანი დაიღუპა 1980 წელს.[9]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინგ-ედუარდ-პოინტსა და გრიუტვიკენს ტუნდრის კლიმატი აქვს (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია ET), ხანგრძლივი ცივი ზამთრითა და მოკლე გრილი ზაფხულით. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც როდესმე დარეგისტრირებულა გრიუტვიკენში/კინგ-ედუარდ-პოინტში, დაფიქსირებულია 1922 წლის 10 მარტს და შეადგინა 28,8 °C (83,8 °F).[10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კინგ-ედუარდ-პოინტი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე- King Edward Point
- British Antarctic Survey Research Station King Edward Point, South Georgia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Local laws and customs - South Georgia and South Sandwich Islands (British Overseas Territory) travel advice - GOV.UK en. ციტირების თარიღი: 2017-09-28
- ↑ Google Maps en. ციტირების თარიღი: 2018-07-25
- ↑ 3.0 3.1 Poncet & Crosbie 2012, p. 108.
- ↑ Poncet & Crosbie 2012, p. 109.
- ↑ Poncet & Crosbie 2012, p. 44.
- ↑ Poncet & Crosbie 2012, p. 114.
- ↑ Poncet & Crosbie 2012, p. 38.
- ↑ Poncet & Crosbie 2012, p. 40.
- ↑ Burton 2012, p. 19.
- ↑ Remarkable Temperatures in the Argentine and South Georgia. Meteorological Magazine. 57 (6): 138. June 1922.