კინგი (კუნძული, ტასმანია)
| მშობ. სახელი: ინგლ. King Island | |
|---|---|
|
ხედი კოსმოსიდან | |
| გეოგრაფია | |
| 39°52′ ს. გ. 143°59′ ა. გ. / 39.867° ს. გ. 143.983° ა. გ.კოორდინატები: 39°52′ ს. გ. 143°59′ ა. გ. / 39.867° ს. გ. 143.983° ა. გ. | |
| მდებარეობა | ბასის სრუტე |
| კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
| კუნძულთა რაოდენობა | 1 |
| ფართობი | 1098 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 213 მ |
| ტასმანია (შტატი) | |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 1723 (2007) |
| სიმჭიდროვე | 1,569 ად. /კმ² |
კინგი (ინგლ. King Island) — კუნძული მდებარეობს ბასის სრუტეში, კუნძულ ტასმანიის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოების შორიახლოს. ეკუთვნის ავსტრალიას, შედის ტასმანიის შტატის შემადგენლობაში. კუნძულის ფართობია — 1098 კმ², მოსახლეობა — 1723[1] ადამიანი (2007 წელი), საშუალო ასაკი 43,1 წელი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე მდებარეობს ვოლფრამის საბადოები (მოიპოვება მინერალი შეელიტი). კუნძულის შორიახლოს ბევრი ჩაძირული გემია. კუნძულის გარშემო იზრდება დიდი რაოდენობით წყალმცენარეები.
2004 წლის 28 ნოემბერს კინგის კუნძულის ნაპირზე გამოირიყა 70-ზე მეტი ვეშაპი და 30-ზე მეტი დელფინი. 97 ცხოველი დაიღუპა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული 1802 წელს აღმოაჩინა და გამოიკვლია ფრანგულმა ექსპედიციამ ნიკოლა ბოდენის ხელმძღვანელობით. სახელი დაერქვა ახალი სამხრეთი უელსის შტატის გუბერნატორის ფილიპ კინგის პატივსაცემად, რომლის ტერიტორიის შემადგენლობაშიც მაშინ შედიოდა ტასმანია.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულ კინგის ტერიტორია მთლიანად შედის ტასმანიის შტატის კინგის კუნძულის მუნიციპალიტეტში. მთავარი ქალაქია კარი.