შინაარსზე გადასვლა

კიმ ჰიოიონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიოიონი 2023 წელს

კიმ ჰიოიონი (კორ. 김효연; 22 სექტემბერი, 1989) — პროფესიონალურად ცნობილი როგორც ჰიოიონი ან DJ Hyo. სამხრეთ კორეელი მომღერალი, მოცეკვავე და დიჯეი. დებიუტი შეასრულა როგორც გოგონათა ჯგუფ Girls' Generation-ის წევრმა, 2007 წლის აგვისტოში, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი სამხრეთ კორეაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი K-pop ჯგუფი მსოფლიოში. მას შემდეგ მონაწილეობდა SM Entertainment-ის სხვა პროექტებში, მათ შორის Girls' Generation-Oh! და Got the Beat. ჰიოიონმა ასევე გამოუშვა სოლო სინგლები: "Mystery" (2016) და "Wannabe" (2017) სანამ შედგებოდა მისი სოლო დებიუტი, როგორც HYO. HYO-მ სინგლი "Sober" 2018 წელს გამოუშვა. სამხრეთ კორეის ტელევიზიაში, ჰიოიონი იყო მთავარი მსახიობი სერიალებში: "Invincible Youth 2" (2011-2012), "Attraction TV": სეზონი 2 (2017), "My English Puberty" (2017-2018), "Where Is Mr. Kim" სეზონი 2 (2018), "Secret Unnie" (2018). მოგვიანებით, კიმს ჰქონდა საკუთარი რეალითი შოუ "Hyoyeon's One Million Likes" (2015) და "Hyoyeon's 10 Million Likes" (2016).

ჰიოიონი დაიბადა ინჩონში, სამხრეთ კორეაში 1989 წლის 22 სექტემბერს. გაიზარდა მშობლებთან და მის უმცროს ძმასთან, კიმ მინ-გუსთან ერთად. ჰიოიონმა ცეკვის სწავლა დაწყებით სკოლაში დაიწყო. ისწავლა ჰიპ-ჰოპი, ჯაზი და ლათინური ცეკვა. 1999 წელს კი ჩაირიცხა Winners' Dance School-ში, ცნობილ ცეკვის სკოლაში, სამხრეთ კორეაში. სკოლაში მან გაიცნო Miss A-ის მინი, რომელთან ერთადაც მან შექმნა ცეკვის გუნდი "Little Winners" (리틀위너스). დუეტმა სხვადასხვა შოუ-ქეისში იმღერა და 2004 წელს HipHoper.com-ის ყურადღებაც მიიპყრო.

ჰიოიონი 11 წლის ასაკში შეუერთდა SM Entertainment-ს, SM 2000 Casting სისტემის მეშვეობით. მან თქვა, რომ აუდიცია იმიტომ გაიარა, რომ დედამისმა SM-ში H.O.T-ის სანახავად მიიყვანა. 2004 წელს, Super Junior-ის შივონთან ერთად, პეკინში ჩინური ენის შესასწავლად გაიგზავნა. ჰიოიონმა მიიღო ცეკვის ინსტრუქციები Electric Boogaloos-ისა და საუკეთესო ქორეოგრაფებისგან, როგორებიცაა: კიმ ჰიერანგი, Poppin Seen, კვანგ ჰუ (Crazy Monkey), Poppin DS, კვონ სოკჯინი (Locking Khan) და Black Beat-ის შიმ ჯევონი. კიმმა ასევე იმუშავა ჯასტინ თიმბერლეიქის ერთ-ერთ ქორეოგრაფთან და რამდენიმე უცხოელ მასწავლებელთან. Girls' Generation-ის დებიუტის წინ, მუშაობდა ჯანეტ ჯექსონის ქორეოგრაფთან და იყო BoA-ს სილუეტური მოცეკვავე M.net KM მუსიკალურ ფესტივალზე, 2005 წელს. 2007 წელს, მან ჯევონთან ერთად საცეკვაო კოლაბორაციაში "Anonymous" შეასრულა. ჰიოიონი ასევე შეარჩიეს როგორც კორეის No1 აიდოლ მოცეკვავე Star News-ში.

Girls' Generation

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]