კიმ სოკ ჯინი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
| გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმი, ხოლო სახელი — სოკ ჯინი. |
| კიმ სოკ ჯინი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | 김석진 |
| აგრეთვე ცნობილი როგორც | ჯინი |
| დაბ. თარიღი | 4 დეკემბერი, 1992 |
| დაბ. ადგილი | გვაჩონი, გიონგის პროვინცია, სამხრეთი კორეა |
| წარმოშობა | კორეა |
| ჟანრ(ებ)ი | K-pop, ჰიპ-ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი |
| საქმიანობა | მომღერალი |
| აქტიური | 2013-დან დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Big Hit Entertainment |
| წევრები |
ჯინი ჯეი ჰოუპი RM შუგა ჯიმინი ვი ჯონ-გუქი |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | ibighit.com/bts/eng/discography/jin/ |
| კიმ სოკ ჯინი ვიკისაწყობში | |
კიმ სოკ ჯინი (დ.4 დეკემბერი, 1992, გვაჩონი, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, ცნობილ ბოიბენდ BTS-ის ვოკალისტი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის 13 ივნისს შედგა ჯინის დებიუტი, როგორც BTS-ის ვოკალისტის, სინგლით „No More Dream“ , ალბომიდან 2 Cool 4 Skool[1]. იმავე წელს ჯგუფა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტანტები“ Melon Music Awards-სა და Golden Disk Awards-ზე. 11 სექტემბერს გამოვიდა მათი პირველი მინი-ალბომი O!RUL8,2?.
ჯინმა 2016 წელს გამოუშვა თავისი პირველი სინგლი ალბომიდან Wings სახელწოდებით ''Awake''. სიმღერამ 31-ე ადგილი დაიკავა Gaon Music Chart -ში და მე-6 ადგილი Billboard World Digital Singles Chart -ში.იმავე წელს მან გამოუშვა სიმღერის საშობაო ვერსია SoundCloud-ზე.
2018 წლის 9 აგვისტოს ჯინმა გამოუშვა თავისი მეორე სოლო ნამუშევარი „Epiphany“,როგორც თრეილერი BTS-ის მომავალი ალბომისა Love Yourself: Answer. სიმღერის ლირიკა ეხება ისეთ თემებს,როგორიცაა თვითმიმღებლობა და საკუთარი თავის სიყვარული. სიმღერის სრულმა ვერსიამ დაიკავა 30-ე ადგილი Gaon Music Chart-ში და მე-4 ადგილი Billboard World Digital Singles Chart -ში. ოქტომბერში, BTS-ის სხვა წევრებთან ერთად, ჯინს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გადასცა Hwagwan-ის კულტურული დამსახურების მეოთხე კლასის ჯილდო.
ჯინმა გამოუშვა სოლო სიმღერა „Moon“ ,რომელიც შედის BTS-ის 2020 წელს გამოსულ სტუდიურ ალბომში Map of the Soul: 7. „Moon“- მა დაიკავა პირველი ადგილი Gaon Digital Chart-ში და მეორე ადგილი Billboard's US World Digital Singles chart-ში.
ჯინს აქვს ორი დამოუკიდებელი სოლო თრეკი „Tonight“ (2019) და ''Abbys''(2020).
2016 წელს მან გამოუშვა Hwarang: The Poet Warrior Youth-ის ორიგინალი საუნდთრეკი „It’s Definitely You“ BTS-ის წევრ V-სთან ერთად.
ნომინაციები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bangtan Boys MV "No More Dream" Lacks Reality. Seoul Beats. ციტირების თარიღი: February 9, 2017.