შინაარსზე გადასვლა

კიმ რეინოლდსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიმ რეინოლდსი
Kim Reynolds
კიმ რეინოლდსი Kim Reynolds
აიოვის 43-ე გუბერნატორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 მაისი, 2017
წინამორბედიტერი ბრანსტედი

აიოვის ვიცე-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 იანვარი, 2011 – 24 მაისი, 2017
წინამორბედიპეტი ჯაჯი
მემკვიდრეადამ გრეგი

დაბადებული4 აგვისტო, 1959
ტრურო, აიოვა
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეკევინ რეინოლდსი
შვილები3
განათლებამისურის შტატის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი, აიოვის შტატის უნივერსიტეტი

კიმბერლი კეი სტროუნი (ინგლ. Kimberly Kay Strawn), გათხოვების შემდეგ უფრო მეტად ცნობილია როგორც კიმ რეინოლდსი (ინგლ. Kim Reynolds; დ. 4 აგვისტო, 1959) — ამერიკელი პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, აიოვის შტატის 43-ე გუბერნატორი 2017 წლიდან. აიოვის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი. 2011-2017 წლებში იყო აიოვის ლეიტენანტ-გუბერნატორი. 2015 წელს აირჩიეს ლეიტენანტ-გუბერნატორების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელად[1].

კიმ რეინოლდსი დაიბადა 1959 წლის 4 აგვისტოს აიოვის შტატის ქალაქ ტრუროში. 1970-იან წლებში სწავლობდა მისურის შტატის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, 1980-იან წლებში საცხოვრებლად გადავიდა მაუნტ-პლეზანტში და სწავლა გააგრძელა სამხრეთ-აღმოსავლეთის საქალაქო კოლეჯში, 1990-იანი წლების შუა პერიოდში სწავლობდა საბუღალტრო საქმეს სამხრეთ-დასავლეთის საქალაქო კოლეჯში. 2010 წელს სწავლა დაიწყო აიოვის შტატის უნივერსიტეტში და 2016 წელს აქვე მიიღო თავისუფალი მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი.

14 წლის განმავლობაში ეკავა აიოვის შტატის კლარკის ოლქის ხაზინადარის თანამდებობა, შემდეგ აირჩიეს აიოვის სენატში. სენატორობის მეორე წელს, მაშინდელმა გუბერნატორმა ტერი ბრანსტედმა შესთავაზა მასთან ერთად კენჭი ეყარა ახალ საგუბერნატორო არჩევნებში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე. ისინი აირჩიეს 2010 წელს და ხელახლა აირჩიეს აღნიშნულ თანამდებობაზე 2014 წელს. 2017 წელს ტერი ბრანსტედი დიპლომატიურ სამსახურში წავიდა, შესაბამისად კიმ რეინოლდსი გახდა პირველი ქალი გუბერნატორი აიოვის შტატის ისტორიაში.

2018 წლის 6 ნოემბერს გამართულ ახალ საგუბერნატორო არჩევნებზე კიმ რეინოლდსი აირჩიეს სრული ვადით, მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ფრედ ჰაბელთან (ბიულეტენების 90 %-ის დათვლის შემდეგ ჰქონდა ხმების 50 %, ჰაბელს კი - 47,8 %). წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო აბორტების პრობლემა. თავის დროზე კიმ რეინოლდსმა ხელი მოაწერა ე. წ. „გულისცემის ბილს“, რომელიც ყველაზე მკაცრი კანონი იყო ამერიკის შტატში, იგი კრძალავდა აბორტს ორსულობის ექვსი კვირის პერიოდში. ფრედ ჰაბელი, რომელიც იყო ორგანიზაცია Planned Parenthood-ის სადამკვირვებლო საბჭოს წევრი, აგიტაციას ეწეოდა ამ კანონის შესაცვლელად. ოპონენტები ასევ დისკუსიებს მართვდნენ მედიკეიდის სადაზღვევო პროგრამის პრივატიზაციის შესახებ. 2018 წლის გუბერნატორის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით კიმ რეინოლდსმა და ვიცე-გუბერნატორობის კანდიდატმა ადამ გრეგმა მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 50,26 %, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ ფრედ ჰაბელმა და ვიცე-გუბერნატორობის კანდიდატმა რიტა ჰარტმა 47,53 %.

1982 წელს დაოჯახდა და ცოლად გაჰყვა კევინ რეინოლდსს, რომელიც არის ნიადაგის ნაყოფიერების სპეციალისტი, იგი სამი ათწლეულის წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. მათ შეეძინათ სამი შვილი (ჯენიფერი, ნიკოლი და ჯესიკა)[2], ჰყავთ ცხრა შვილიშვილი[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Reynolds named chair of NLGA. The Iowa Statesman (July 10, 2015). ციტირების თარიღი: August 23, 2018.
  2. Leu, Jon. (December 8, 2016) Reynolds set to become Iowa’s first female governor. The Daily Nonpareil. ციტირების თარიღი: March 29, 2018.
  3. About the First Gentleman. Iowa.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2020. ციტირების თარიღი: March 29, 2018.