კიმ კი ბომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კიმ კი ბუმი)
Jump to navigation Jump to search
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმ, ხოლო სახელი — კი ბომი.
კიმ კი ბომი
კეი
Key at Dream Concert 2015.jpg
2015 წლის მარტი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 김기범
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1991 (1991-09-23) (28 წლის)
დაბ. ადგილი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop, რიტმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი, დიზაინერ
აქტიური 2008 - დღემდე
ხელმოწერა Key's Signature.png
კიმ კი ბომი ვიკისაწყობში

კიმ კი ბომი (კორ. 김기범, ჩინ. 金起範, დ. 23 სექტემბერი, 1991, ცნობილი, როგორც კეი) — სამხრეთ კორეელი მომღერალი და კომპოზიტორი, მსახიობი, ტელეწამყვანი და სამოდელო დიზაინერი. კორეულ ბოიბენდ Shinee-ს მთავარი რეპერი და ვოკალისტი.

კიმ კი ბომი როგორც მომღერალი სხვადასხვა მსახიობებთან თანამშრომლობდა და მიუზიკლებშიც იღებდა მონაწილეობას. ის გადაღებულია სატელევიზიო პროგრამებშიც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიმ კი ბომი დაიბადა 1991 წლის 23 სექტემბერს, დეგუში, სამხრეთი კორეა. 14 წლის ასაკში ის გახდა თავისი სკოლის წარმომადგენელი (იონისის საშუალო სკოლა) წყლის თხილამურებით შეჯიბრებაში. ნაციონალური ქასთინგის გავლის შემდეგ, 2006 წელს ის S.M.Entertainment-ს შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა Super Junior-ის ფილმში.

კიმ კი ბომი 2013 წელს

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008–2011: დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს შედგა კი ბომის დებიუტი, როგორც Shinee-ს წევრი. მათ პირველი ალბომი 22 მაისს გამოვიდა და არც თუ ისე ცუდი შედეგი აჩვენა ჩარტებში. სადებიუტო გამოსვლა შედგა 25 მაისს გადაცემაში Inkigayo.

გარკვეული დროის შემდეგ კი ბომმა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ტელეგადაცემაში მიიღო მოააწილეობა, სადაც ორი ეპიზოდი გადაიღეს. ის ასევე მონაწილეობდა შოუში „აიდოლის აღზრდა“. 2011 წელს ჩაწერა სიმღერა „Bravo“ დორამისათვის. მონაწილეობას იღებდა ექსოს მინიალბომის ჩაწერაში, კონკრეტულად კი „Two Moons“-სა და „One Dream“-ში, შოუსთვის „კ-პოპ ვარსკვლავი“.

საქმიანობის სხვა სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიმ კი ბომი აღიარებულია საუკეთესო სტილის მქონე ცნობილ ვარსკვლავ მამაკაცად კორეაში. მას არ ეშინია ექსპერიმენტების საკუთარ სტილში და ფერების არევის. მას ხშირად ადარებენ G-Dragon-ს, რომელიც მოდის ხატადაა აღიარებული. ორივე ცნობილია იმით, რომ თანამედროვე ტრენდებს არ მისდევენ, რადგანაც აქვთ საკუთარი სტილი, რომელშიც დაძველებულ ელემენტებსაც იყენებენ. კი ბონი ამბობს, რომ მას მოსწონს ახლის მოსინჯვა საკუთარ სტილში. მას არ სურს მოდის ტენდენციებით იყოს შეზღუდული, მას უფრო ადარდებს მოდასტან ურთიერთობა.

დებიუტიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი ბომმა მოდის ინდუსტრიით დაკავება გადაწყვიტა. მის პირველ თანამშრომლობად იქცა სციტერები კოლექცია მისი ძაღლების გამოსახულებებით, რომელიც მან სრულად ქველმოქმედებისთვის გაყიდა. ამის გარდა, ის ასევე წარსდგა როგორც S.M.Entertainment-ის ერთ-ერთი დიზაინერი, რომელიც ქმნის საკუთარ კოსტიუმებს შაინისთვის 2015 წლიდან. 2016 წელს კი ბომი ჯგუფის მეხუთე ტურის გამო თანამშრომლობდა იაპონელ მხატვარ-ილუსტრატორთან Bridge Ship House. მთავარი მიაზნი იყო ამ კოსტიუმებში ჯგუფის გამოსახვა და ასევე თითოეული წევრისთვის ინდივიდუალობის შენარჩუნება. 2016 წლის იანვარში კი ბომი გახდა აქსესუარების მოდელი ამერიკელი დიზაინერის, ჯილ სტიუარტის ბრენდისთვის Jill Stuart Accessory. ის აარჩიეს, რადგანაც მან მრავალ საქმიანობაში გამოიჩინა თავი, ისეთებში როგორიცაა მუსიკა და ტელევიზია. ამასთანავე ის საკუთარ სამსახიობო ნიჭსაც აჩვენებდა და ეს სრულიად შეეფერება ბრენდის მგრძნობიარე სტილსა და მოდურ კონცეფციას. ის ასევე გახდა ხორეული 'Elle-ს რედაქტორი, სადაც მან გააზიარა საკუთარი ცხოვრების წესი სპეციალურ განყოფილებაში - კეის ისტორია. ეს გამოცემა გამოდის კვირაში ორჯერ. 2017 წელს კიმ და მოდელმა აირინმა ითანამშრომლეს ბრენდთან Charm.

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს კიმმა და მისმა ფანატებმა კორეიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან, სინგაპურიდან, ტაიალანდიდან და კიდევ შვიდი სხვა ქვეყნიდან 2,12 ტონა ბრინჯი შესწირეს World Vision-ს, რომ დაეპურებინათ ბავსვები და მოხუცები თერთმეტ სხვადასხვა ქალაქში[1]. 2014 წლის 23 სექტემბერს, კიმის დაბადების დღეს, ფანებმა შეაგროვეს 2 მილიონი ვონი კამბოჯაში ჭის დასაყენებლად, რომელიც ღარიბ ბავშვებს წყლით უზრუნველყოფს. 2015 წელს მან ინსტაგრამზე ხალხს მოუწოდა, რომ ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მორალურად დახმარებოდნენ. 2016 წელს ჯგუფელთან ლი თე მინთან და SM-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო იუნისეფისა და Louis Vuitton-ის კამპანიაში დამპირდი, რომელში შემოსული თანხის 40% ღარიბ ოჯახებს გადაერიცხა[2].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადებიდან კიმს ბებია ზრდიდა. მისი დაბადების მერე დედა მძიმედ იყო ავად, ხოლო მამა ყოველთვის სამსახურში იყო დაკავებული. 2014 წელის 10 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ 23 სექტემბერს მისი ბებია გარდაიცვალა, მის იუბილეზე. კიმს არ მიაჩნია მიღებულად, რომ მსგავსი ინფორმაცია კომპანიამ დააანონსოს, ამიტომაც თავად განაცხადა ბებიის გარდაცვალებაზე.

დაამთავრა უნივერსიტეტი ფილმისა და მიუზიკლის სპეციალობით. მაგისტრატურა მან უსოკის უნივერსიტეტში ისწავლა, სპეციალობით „კულტურისა და განათლების შინაარსის განვითარება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 김동준-써니-규현-키-손동운 다국적팬, 쌀 7.5톤 기부. Chosun. ციტირების თარიღი: March 22, 2018.
  2. 기부로 뭉친 SM의 남자들 “작은 시작이 세상 바꿔” [화보]. Donga News. ციტირების თარიღი: March 22, 2018.