კიმ თეიონი

კიმ თეიონი (კორ. 김태연; დაბ. 9 მარტი, 1989) — ცნობილი როგორც თეიონი, სამხრეთკორეელი მომღერალი. დადებიუტდა გოგონათა ჯგუფ, Girls' Generation-ში, 2007 წლის აგვისტოში, რომელიც გახდა სამხრეთ კორეაში ყველაზე გაყიდვადი და გლობალურად ცნობილი კორეული ჯგუფი. თეიონმა მონაწილეობა მიიღო SM Entertainment-ის ისეთ პროექტებში, როგორებიცაა Girls' Generation-TTS, SM the Ballad, Girls' Generation-Oh!GG, და the supergroup Got the Beat.
2015 წელს, თეიონმა გამოსცა საკუთარი სოლო სადებიუტო EP - "I", რომლის მთავარმა სინგლმა სამხრეთ კორეის Gaon Digital Chart-ში პირველი ადგილი დაიკავა. 2016 წელს, გამოუშვა ნომერ-პირველი სინგლი "Rain", როგორც SM Station project-ის ნაწილი; მომდევნო EP-მ "Why", უმაღლესი ადგილი დაიკავა Gaon Album Chart-ზე. თეიონის სადებიუტო ალბომი, "My Voice", გამოიცა 2017 წელს, და მოიცავდა სინგლებს: "11:11", "Fine" და "Make Me Love You". თეიონი იაპონურ მუსიკალურ ბაზარზე გამოჩნდა 2018 წელს, დიჯიტალური სიგლით, "Stay", რომელსაც მოჰყვა EP, სახელწოდებით "Voice", 2019 წელს. მისი მეორე სტუდიური ალბომი "Purpose" (2019), მოიცავდა ნომერ-პირველ სინგლს, "Four Seasons" და ტოპ-ხუთეულ სინგლს, "Spark". მის მესამე სტუდიურ ალბომში "INVU" (2022) შედიოდა ნომერ-პირველი და ტოპ-ათეული სინგლები "Weekend" და "Can't Control Myself".
ტელევიზიაში გამოჩნდა რეალითი შოუში, "We Got Married" (2009) და "Begin Again" (2019) და უმასპინძლა "Queendom 2"-ს (2022). თეიონი ამჟამად არის Amazing Saturday-ის წევრი (2020–დან დღემდე). ასევე, ჩაწერილი აქვს არაერთი საუნდტრეკი დრამებისა და ფილმებისთვის, მათ შორის "If" Hong Gil-dong-თვის (2008), "Can You Hear Me" Beethoven Virus-თვის (2008) და ჩარტებში მოწინავე-"All About You", Hotel del Luna-თვის (2019).
გაყიდული აქვს მილიონზე მეტი ფიზიკური ალბომი და ოცი მილიონი დიჯიტალური სინგლი, 2021 წლის მონაცემებით. თეიონი სამხრეთ კორეაში ყველაზე გაყიდვადი სოლო არტისტია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის შვიდი Golden Disc-ის ჯილდო, ექვსი Seoul Music ჯილდო, ხუთი Circle Chart Music ჯილდო, ოთხი Melon Music ჯილდო, და ოთხი Mnet Asian Music Awards პრიზი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 태연 OST 여왕 등극, '더킹' OST '미치게 보고 싶은' 1위 점령
- K-Pop Now!: The Korean Music Revolution
- [들아부탁해! SM아카데미 '이솔림대표' 인터뷰 들아부탁해! SM아카데미 '이솔림대표' 인터뷰]
- Girls' Generation Making Its American Dream Come True
- 태연 "보아선배 보고 가수 꿈 키웠다
- Girls' Generation Dominates MBC