კიმ დაჰიუნი

კიმ დაჰიუნი (კორ. 김다현; დაბ. 28 მარტი, 1998) — ცნობილი როგორც დაჰიუნი, სამხრეთკორეელი მომღერალი, რეპერი და მსახიობი. სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფის, Twice-ის წევრი, ჩამოყალიბებული 2015 წელს, JYP Entertainment-ის მიერ.
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაჰიუნი დაიბადა სონგნამში, გიეონგიში, 28 მაისს, 1998 წელს. გაიზარდა მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად. ადრეულ ასაკში ქრისტიანული ეკლესიის გუნდში დაიწყო გალობა. მან პირველად ყურადღება მეექვსე კლასში მიიქცია, როდესაც"eagle dance" იცეკვა და იუთუბზე აიტვირთა. დაჰიუნი JYP Entertainment-ში 3 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. 2015 წელს, რეალითი შოუ Sixteen-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც Twice-თვის ეძებდა წევრებს. როგორც ცხრა წარმატებული მონაწილიდან ერთ-ერთი, შეუერთდა ჯგუფს, როგორც ვოკალისტი და რეპერი.
დაჰიუნმა Hanlim Multi Art School დაამთავრა 2017-ში. ამ წელს, Gallup Korea-ს გამოკითხვაში მე-17 პოპულარული აიდოლის ადგილი მიიღო, სამხრეთ კორეაში.
2024 წლის 4 მაისს ითქვა რომ დაჰიუნი მიიღებდა მონაწილეობას ფილმში, "Run to You". ასევე თამაშობს ფილმში "You Are the Apple of My Eye", 2011 წლის ტაივანური ფილმის კორეულ რიმეიქში. ფილმის პრემიერა შედგა ბუსანის 29-ე საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე, 2024 წლის ოქტომბერში. 10 სექტემბერს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დადებიუტდა როგორც Michael Kors-ის მოდელი და შემოსილი იყო 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით. 2025 წელს დაჰიუნი გადაიღეს შვედური ფილმის, "Älska mig" კორეულ რიმეიქში.