კიმ დაირექტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კიმ დაირეკტორი)
Jump to navigation Jump to search
კიმ დაირექტორი
Kim Director.jpg
დაბ. სახელი კიმ დაირექტორი
დაბ. თარიღი 13 ნოემბერი, 1977 (1977-11-13) (42 წლის)
ფლორიდა, აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა კინოსა და ტელევიზიის მსახიობი
აქტიური 1998 — დღემდე
საიტი ოფიციალური საიტი

კიმ დაირექტორი (ინგლ. Kim Director) — ამერიკელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიმი დაიბადა ფლორიდაში, სკოლა დაამთავრა პიტსბურგში, პენსილვანია. 1993 წელს კერნეგო მელონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი სამსახიობო ხელოვნებაში. კარიერის დაწყებამდე მსახიობი ნიუ-იორკში ოფიციანტად მუშაობდა.

პირველი როლი ითამაშა რეჟისიორ სპაიკ ლის ფილმში „მისი თამაში“. შემდეგ ფილმში „სემის ზაფხული“ (Summer of Sam) 1999 წ. და „დაქანცულები“ (Bamboozled) 2000 წ., ორივე ფილმში რეჟისიორი იყო ლი. საერთოდ, იგი სპაიკ ლის ხუთ ფილმში გამოჩნდა.

ალბათ, მისი ყველაზე განთქმული როლი – ეს არის გოგონა-გუთის როლი ფილმში „ჩრდილების წიგნი: ჯადოქარი ბლერიდან 2“ (Book of Shadows). ამ როლის მომზადებისთვის, იგი გუთებისა და გუთების ფესტივალების კლუბებს სტუმრობდა.

დაირეკტორი ასევე გამოჩნდა პატარა და უმნიშვნელო როლებით ტელესერიალებში „სექსი დიდ ქალაქში“, „კანონი და წესრიგი“, „კანონი და წესრიგი: დანაშაულებრივი განზრახვა“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1998 მისი თამაში He Got Game ლინი
1999 სემის ზაფხული Summer of Sam დი
2000 დაქანცულები Bamboozled სტარლეტი
2000 ჩრდილების წიგნი: ჯადოქარი ბლერიდან 2 Book of Shadows: Blair Witch 2 კიმი
2001—2004 კანონი და წესრიგი Law & Order ოფიციანტი / ახალგაზრდა გოგონა-პოლიციელი მფარველობის ქვეშ
2002 გაუთვალისწინებელი Unforeseen მოლარე
2003 სექსი დიდ ქალაქში Sex and the City გრეისი
2004 ტონის და ტიმის ქორწილი Tony N' Tina's Wedding კონი
2004 მას ვძულვარ She Hate Me გრეისი
2005 კანონი და წესრიგი: დანაშაულებრივი განზრახვა Law & Order: Criminal Intent ელიზაბეთ უექსლი/ამანდა .../ჯოსელინ შაპირო/ლორი პერსელი
2005 წვეულება ჩარლისთან Charlie's Party ზოი ფილდსი
2006 იცხოვრე თავისუფლად ან მოკვდი Live Free or Die დონა
2006 მოუხელთებელი Inside Man სტივი, ვალერი კიპსეიკი
2006 CSI: Miami CSI: Miami გლორია უილიამსი
2006 სიცოცხლე მოკლეა Life Is Short ერინი
2006 დანაშაული A Crime ეშლი
2006 ზვიგენი Shark ვერონიკა დეილი
2007—2008 გამოქვაბულის ადამიანი Cavemen ჰეიზერი
2008 სიცოცხლე Life შერილ პრაისი
2008 დეტექტივი რაში Cold Case მარისა დ’ამიკო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]