შინაარსზე გადასვლა

კიმჩი-ბუჩიმგაე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიმჩი-ბუჩიმგაე

კიმჩი-ბუჩიმგაე (კორ. 김치부침개) — ბუჩიმგაეს ან ჯეონის სახეობა. იგი ძირითადად მზადდება დაჭრილი კიმჩით, ფქვილის ცომით და ზოგჯერ სხვა ბოსტნეულით. თუმცა, ხშირად უმატებენ[1] ხორცსაც (ღორის ხორცს). კიმჩი, ცხარე ბოსტნეულის მწნილი, რომელიც შეზავებულია ჩილის წიწაკითა და ჯეოტგალით, კორეული სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტია. კიმჩი-ბუჩიმგაე კორეულ კულტურაში ხშირად აღიარებულია, როგორც ხალხური, დაბალი პროფილის კერძი, რომლის მომზადებაც ნებისმიერს შეუძლია სახლში, დიდი ბიუჯეტის გარეშე.

ის, როგორც წესი, ბანჩანის (აპეტაიზერის ან საჭმლის) სახით მიირთმევა.


კიმჩი-ბუჩიმგაეს მომზადებისას ხშირად უმატებენ კიმჩის მარილწყალს, განსაკუთრებით ბეჩუ-კიმჩის, რომელიც ნაპას კომბოსტოსგან მზადდება. მარილწყალი ცომს წითელ ფერს სძენს, მაგრამ თავად არ არის ცხარე. კიმჩისთან ერთად, მას ანჯუს სახით მიირთმევენ ალკოჰოლურ სასმელებთან, როგორიცაა მაკგეოლი ან დონდონგჯუ. დღესდღეობით, ძირითადი ინგრედიენტების გარდა, მას ხშირად ზღვის პროდუქტებში ან ყველში იყენებენ.

  1. koreanyori.com(co.kr) 26. 김치전. anakii.anakii.net. ციტირების თარიღი: 10 September 2010

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]