კილის უბე
იერსახე
| კილის უბე | |
|---|---|
| გერმ. Kieler Bucht | |
|
კილის უბე (უკანა ფონზე) და მისი ფიორდი (კილერ-ფიორდი) ქალაქ კილთან | |
| კოორდინატები | 54°31′12″ ჩ. გ. 10°24′24″ ა. გ. / 54.52000° ჩ. გ. 10.40667° ა. გ. |
| აუზი | ბალტიის ზღვა |
| ქვეყნები |
|
| ტიპი | უბე |
| მაქსიმალური სიღრმე | 20 მ |
| სიგანე | 80 კმ |
კილის უბე (გერმ. Kieler Bucht) — ფართო ღია უბე ბალტიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის ძირთან. სიგანე დაახლ. 80 კმ, ხმელეთში შეჭრილია 25 კმ-ით, სიღრმე 20 მეტრამდე. სანაპირო დანაწევრებულია მრავალი უფრო მცირე უბით (მაგ., ეკერნფიორდერ-ბუხტი, კილერ-ფიორდი, ჰოვახტერ-ბუხტი). ძლიერი ქარის დროს წყლის დონის ცვალებადობა 3,2 მეტრამდეა. კილის არხით დაკავშირებულია ჩრდილოეთის ზღვასთან. უბის აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ფემარნი. სამხრეთ ნაპირზეა გერმანიის საპორტო ქალაქი კილი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Кильская бухта // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 676.