კილის სამშვიდობო ხელშეკრულებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კილის 1814 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებები — შვედეთი-დანიისა და ინგლისი-დანიის სამშვიდობო ხელშეკრულებები, რომლებმაც ბოლო მოუღო 1807—1814 წლების ინგლისი-დანიის ომს. ხელი მოეწერათ ჩრდილოგერმანულ ქალაქ კილში 1814 წლის 14 იანვარს.

ხელშეკრულება შვედეთსა და დანიას შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთი-დანიის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, დანიამ შვედეთს დაუთმო ნორვეგია. ამის სანაცვლოდ დანიამ მიიღო რიუგენის ნახევარკუნძული და უფლება შვედეთის პომერანიაზე (გარდა შტრალზუნდისა — მისთვის დაყენდა განსაკუთრებული რეჟიმი). 1816 წელს ეს ტერიტორიები დანიას პრუსიამ გადასცა ლაუენბურგისა და ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]