შინაარსზე გადასვლა

კილის კვირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კილის პორტი

კილის კვირა (გერმ. Kieler Woche) — იალქნიანი ნავების ყოველწლიური რეგატა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული გერმანიის ქალაქ კილში ტარდება. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სანაოსნო სპორტული მოვლენაა მსოფლიოში.

გარდა იალქნიან ნავთა შეჯიბრებისა, კილის კვირას ყოველთვის აქვს ფართო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კილში იკრიბებიან საერთაშორისო ჯგუფები და ხელოვანები, კვირის განმავლობაში ქალაქის 16 სცენაზე ცოცხალი მუსიკის დაახლოებით 300 კონცერტი იმართება. ამასთანავე, შედარებით მცირე სცენებზე წარმოდგენებს მართავენ ადგილობრივი ჯგუფებიც.

საზღვაო ღონისძიებათა შორის უმთავრესია აფრიან ხომალდთა პარადი, რომელიც 1998 წლიდან ყოველწლიურად იმართება კილის კვირის ბოლო შაბათს. პარადში მონაწილეობას 100 დიდი და მცირე აფრიანი ხომალდი, ასევე ისტორიული ორთქმავალი გემები და ასეულობით აფრიანი იახტა. ყოველწლიურად სტუმრად მოწვეული არიან ასევე გემები სხვადასხვა ქვეყნის ფლოტიდან.

2005 წლიდან კილის კვირის მნიშვნელოვანი მოვლენაა ასევე მსოფლიო ეკონომიკური პრემიით დაჯილდოება; პრემიას ერთობლივად გასცემენ კილის მსოფლიო ეკონომიკური ინსტიტუტი, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ინდუსტრიული და სავაჭრო პალატა და ქალაქ კილის მმართველობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]