კითრეა
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
კითრეა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 35°14′42″ ჩ. გ. 33°28′56″ ა. გ. / 35.2450667806° ჩ. გ. 33.4824662306° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 178 მეტრი |
| მოსახლეობა | 2 947 (1973)[1] |
კითრეა (ბერძ. Κυθρέα ან Κυθραία; თურქ. Değirmenlik) — პატარა ქალაქი კვიპროსში, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ კვიპროსის კონტროლის ქვეშ იმყოფება. იგი მდებარეობს ნიქოზიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში (6.2 მილი).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კითრეა მდებარეობს ანტიკური ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს, ხიტრინის (Chytri) მახლობლად, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ვაჟმა და ათენის მეფის, აკამასის შვილთაშვილის შვილმა ხიტროსმა დააარსა.[2] ერთი მოსაზრების თანახმად, სახელი „კითრეა“ სწორედ ხიტრინიდან მომდინარეობს ($Χύτροι > *Χυτρέα > Κυθρέα$). მეორე ვერსიით კი, სახელი უკავშირდება საბერძნეთის იონიის კუნძულ კითერას (Kythira), საიდანაც კითრეას წყლის წისქვილებისთვის დოლაბები ჩამოჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ხიტრინი მოხსენიებულია დელფოსელი თეოროდოხების წარწერაშიც.[3]
კვიპროსში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, ხიტრინი საეპისკოპოსო ცენტრი გახდა. პირველი ეპისკოპოსი, რომლის სახელიც ცნობილია, არის პაპუსი. იგი მოხსენიებულია ეპიფანე კვიპრელის ცხოვრებაში, სადაც აღნიშნულია, რომ იგი 58 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა ამ „უბადრუკ ქალაქ ხიტრიას“ და მოწამებრივად აღესრულა დაუზუსტებელ თარიღში, სავარაუდოდ, წარმართი იმპერატორების, ლიცინიუსის მაქსიმინუს დაზას, ან არიანელი კონსტანციუს II-ის მმართველობის დროს.ქქალკედონის საეკლესიო კრებიწ (451 წ.) აქტებიდან ირკვევა, რომ ეპისკოპოს ფოტინუსს იქ მისი დიაკვანი დიონისე წარმოადგენდა, ხოლო ნიკეის მეორე საეკლესიო კრების (767 წ.) ჩანაწერები ადასტურებს, რომ ეპისკოპოსი სპირიდონი კრებას პირადად ესწრებოდა.[4][5]
ნაკლებია თანამედროვე ეპოქის დოკუმენტები დემეტრიანეს შესახებ, რომელიც ანრი გრეგუარმა კვიპროსის ადგილობრივ წმინდანებს შორის, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად ცნობილ ფიგურად აღწერა. შუა საუკუნეების ავტორი ლეონტიოს მახერასი ყველაზე ადრეული მწერალია, რომელიც მის სახელს ახსენებს. დემეტრიანეს უძველესი ცხოვრების მიხედვით, რომელიც XVIII საუკუნეში გამოიცა, იგი ეპისკოპოსი დაახლოებით 885 წელს გახდა. მოგვიანებით იგი არაბებმა შეიპყრეს და თავიანთ მრავალ მორწმუნესთან ერთად ეგვიპტეში ტყვედ წაიყვანეს, თუმცა საკუთარი ლოცვების წყალობით მან ყველა მათგანის გათავისუფლება შეძლო.[6]
ხიტრინი აღარ არის მოქმედი საეპისკოპოსო რეზიდენცია და დღეს კათოლიკური ეკლესია მას ტიტულარულ საყდრად მოიხსენიებს.[7]
კითრეა შესანიშნავი არქეოლოგიური არეალია. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილ გამორჩეულ ძეგლებს შორის არის რომის იმპერატორ ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ნიქოზიაში, კვიპროსის მუზეუმშია გამოფენილი.[8]
შუა საუკუნეებში კითრეაში მოქმედებდა კვიპროსის მეფის კუთვნილი ფქვილის წისქვილები, რომლებიც ადგილობრივი წყლის წყაროების ენერგიით მუშაობდა. XIII საუკუნის ბოლოს კითრეას წისქვილებში წარმოებული ფქვილით სრულად მარაგდებოდა დედაქალაქი ნიქოზია პურის საწარმოებლად.[9]
კითრეას მუნიციპალიტეტი 1915 წელს დაარსდა.
ეს პატარა ქალაქი ათასწლეულების განმავლობაში მარაგდებოდა კეფალოვრისოსის წყაროს წყლით, თუმცა, 1974 წლის თურქეთის შემოჭრიდან მალევე, წყარომ დინება შეწყვიტა. ქალაქის სახელწოდების სხვა ფორმებს შორისაა: „ხიტრი“, „კითრაია“, „კითერეია“, „კითროი“, „ხიტრიდესი“,[10] „ხიტროსი“ და „ხიტრია“.[4] 1974 წლის ალამინოსის მასობრივ ჟლეტას გადარჩენილთა უმრავლესობამ თავშესაფარი სწორედ კითრეაში ჰპოვა.[11]
ადმინისტრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ამჟამად ქალაქს მართავს თურქულ-კვიპროსული დეღირმენლიკის მუნიციპალიტეტი, რომელიც 1975 წელს დაარსდა.[12] მოქმედი მერი არის ალი კარავეზირლერი „რესპუბლიკური თურქული პარტიიდან“. იგი ამ თანამდებობაზე 2018 წელს აირჩიეს, რისთვისაც მან ხმების 54.1% მოიპოვა.[13] მან შეცვალა ოსმან იშიშალი, მერი რომელიც 2014 წელს იმავე პარტიიდან იყო არჩეული.[14]
კითრეადან დევნილი მოსახლეობა, რომელიც ამჟამად ნიქოზიასა და სხვა რეგიონებშია გაფანტული, ინარჩუნებს მუნიციპალიტეტს დევნილობაში. იგი ერთობლივ შენობას იყოფს ლაპიტოსის მუნიციპალიტეტის ასევე დევნილ მოსახლეობასთან ერთად, ნიქოზიაში, ამახოსტუს ქუჩის 37 ნომერში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც 1974 წლის აგვისტოში ქალაქიდან ადგილობრივი კვიპროსელი ბერძნები განიდევნენ, იქ კვიპროსელი თურქები ჩამოასახლეს. დასახლებულ კვიპროსელ თურქთა ძირითადი ნაწილი სოფელ ალამინოსიდანაა დევნილი, თუმცა აქ სხვა მრავალი სოფლის მცხოვრებლებიც გადმოიყვანეს. გარდა ამისა, ქალაქში დასახლდნენ თურქეთიდან ჩამოსული ადამიანებიც, რომლებიც ძირითადად მერსინის პროვინციიდან არიან წარმოშობით.[15]
კულტურა, სპორტი და ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთის კვიპროსში შემოჭრამდე, კითრეა საფეხბურთო კლუბ „AEK Kythreas“-ის სახლი იყო. 2008 წელს ქალაქში დაარსდა „დეღირმენლიკის გარემოს დაცვისა და პოპულარიზაციის ასოციაცია“.[16] გარდა ამისა, ქალაქში აქტიურად მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დეღირმენლიკის კულტურისა და ხელოვნების ასოციაცია“, რომელიც 2009 წლიდან ყოველწლიურად აწყობს კულტურისა და ხელოვნების ფესტივალს, მისი წევრები კი საზღვარგარეთ გამართულ ფესტივალებშიც მონაწილეობენ. დეღირმენლიკის მუნიციპალიტეტს ასევე ჰყავს ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც ღიაა ბავშვებისთვის.[17]
სპორტული კლუბი „დეღირმენლიკი“ 1975 წელს დაარსდა[18][19] და ამჟამად ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული ფეხბურთის ასოციაციის (CTFA) „K-PET პირველ ლიგაში“ ასპარეზობს.[20] კითრეაში მდებარე სადიკ ჯემილის სახელობის საფეხბურთო სტადიონს მინიჭებული აქვს „FIFA-ს მიერ რეკომენდებული მე-2 ვარსკვლავის“ ხარისხის სტანდარტი.[21]
ქალაქში ასევე ფუნქციონირებს დეღირმენლიკის უმაღლესი სკოლა.[22]
საერთაშორისო ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კითრეა დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cyprus census 1973 — 9 — CYSTAT.
- ↑ Stephanus of Byzantium, Ethnica, Ch698.9
- ↑ Delphic Theorodochoi Inscription
- 1 2 Michel Lequien, Oriens christianus in quatuor Patriarchatus digestus, Paris 1740, Vol. II, coll. 1067-1070
- ↑ Raymond Janin, v. Chytri, in Dictionnaire d'Histoire et de Géographie ecclésiastiques, vol. XII, Paris 1953, col. 820
- ↑ Henri Grégoire, Saint Démétrianos, évêque de Chytri, in Byzantinische Zeitschrift 16 (1907), pp. 204–240
- ↑ Annuario Pontificio 2013 (Libreria Editrice Vaticana 2013 ISBN 978-88-209-9070-1), p. 868
- ↑ (1970) The Cambridge ancient history, 3, Cambridge University Press, გვ. 540. ISBN 0-521-07051-1.
- ↑ Coureas, Nicholas (2005) „Economy“, Cyprus: Society and Culture 1191-1374. BRILL, გვ. 118.
- ↑ Sophrone Pétridès, "Chytri" in Catholic Encyclopedia (New York 1908)
- ↑ Restoration of Alaminos mosque complete en (2025-03-11). ციტირების თარიღი: 2025-04-07
- ↑ Eastern Mesarya Area დაარქივებული 2014-12-30 საიტზე Wayback Machine. (EU Aid Programme for Turkish Cypriot Community) Retrieved on 30 December 2014.
- ↑ İşte resmi olmayan sonuçlar. Yenidüzen (24 June 2018). ციტირების თარიღი: 10 July 2018
- ↑ Değirmenlik'te Osman Işısal ipi göğüsledi (Kıbrıs Postası) retrieved on 30 December 2014.
- ↑ Kythrea დაარქივებული 2018-11-11 საიტზე Wayback Machine. (Prio Cyprus Centre) Retrieved on 30 December 2014.
- ↑ TRNC MEBNET დაარქივებული 2018-07-11 საიტზე Wayback Machine. Degirmenlik Environment and Publicity Association
- ↑ Kıbrıs kültürünün yaşatılması önemli (Kıbrıs) Retrieved on 30 December 2014.
- ↑ Cyprus Turkish Football Federation Degirmenlik Sports Club
- ↑ Degirmenlik Municipality დაარქივებული 2015-06-18 საიტზე Wayback Machine. Sports Club Facilities
- ↑ Northern Cyprus დაარქივებული 2015-06-18 საიტზე Wayback Machine. Association of Football Clubs
- ↑ Ada Basini 24 April 2014 დაარქივებული 18 June 2015 საიტზე Wayback Machine. Isisal: "The most successful is Kythrea"
- ↑ TRNC MEBNET[მუდმივი მკვდარი ბმული]. Accessed 23 July 2022.
- ↑ Gebze - Twin Towns. © Gebze-City.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2013-10-19
- ↑ Kythrea and Canik are Twin Towns. © Kibris Postasi. ციტირების თარიღი: 2015-06-16
| |||||