კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
St. Volodymyr's Cathedral in Kiev.jpg

კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარინეობიზანტიური არქიტექტურის ძეგლი კიევში, ტარას შევჩენკოს სახელობის ბულვარში. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარი.

ტაძრის აშენების იდეა ეკუთვნის კიევისა და გალიციის მიტროპოლიტს ფილარეტს, რომელიც 1852 წელს სწერდა იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ვლადიმირ დიდის სახელობის ახალი ტაძრის მშენებლობის აუცილებლობაზე. 1853 წლის 12 ივლისს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ. თუმცა მშენებლობა 1857 წელს მიტროპოლიტის გარდაცვალებამ მცირე ხნით შეაყოვნა. 1862 წლის 27 ივლისს, წმინდა ვლადიმირის ხსენების დღეს კიევისა და გალიციის მიტროპოლიტმა არსენმა საფუძველი ჩაუყარა ტაძრის მშენებლობას, რომელიც 20 წელს გაგრძელდა და 1882 წელს დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]