კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უკრ. Київський національний лінгвістичний університет
KNLU005.jpg
დაფუძნდა 1948
ტიპი უნივერსიტეტი
ქვეყანა უკრაინა
აფილაცია International Association of Universities
კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი — უკრაინა
კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი
http://www.knlu.kiev.ua/
უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი

კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი (უკრ. Київський національний лінгвістичний університет) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უკრაინაში. დაარსდა 1948 წლის 30 მარტს, როგორც კიევის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1988-2009 წლებში უნივერსიტეტის რექტორი იყო გალიკ არტემჩუკი, ხოლო 2010 წლიდან რექტორია რომან ვასკო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი არის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა უსსრ-ს განათლების სამინისტროს ბრძანება № 524/69-ის საფუძველზე 1948 წლის 30 მარტს.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 აგვისტოს № 592 განკარგულების საფუძველზე პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდა ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი.

1948-1949 სასწავლო წელს პირველ კურსზე სულ სამი ფაკულტეტი იყო: ინგლისურის, ფრანგულისა და ესპანური ენების. ირიცხებოდა 238 სტუდენტი. 1953 წელს გაიხსნა გერმანული ენის ფაკულტეტი, 1977 წელს - რუსული ენის ფაკულტეტი უცხოელი სტუდენტებისათვის. 1962 წლიდან მოქმედებს ასპირანტურა, ხოლო 1992 წლიდან - დოქტორანტურა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში უნივერსიტეტსდაემატა რამდენიმე ფაკულტეტი: ეკონომიკა-სამართლის, თარჯიმნების ფაკულტეტი და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1993 წლია უნივერსიტეტში მოქმედებს იუნესკოს პირველი კათედრა უკრაინაში.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტს გააჩნია 3 სასწავლო კორპუსი, 4 სტუდენტური საერთო საცხოვებელი, კომპიუტერიზირებული ბიბლიოთეკა 1 მლნ ეგზემპლარი წიგნადი ფონდით. 10 კომპიუტერული კლასი 300 სამუშაო ადგილით, თანამედროვე სპორტული კომპლექსი და სასადილო.

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად უნივერსიტეტს აქვს ექვსი ფაკულტეტი: გერმაული ფილოლოგიის, რომანული ფილოლოგიის, სლავური ფილოლოგიის, მთარგმნელობითი, ეკონომიკა-სამართლისა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტები.

სასწავლო პროცესს ემსახურება 30 კათედრა, სადაც მუშაობს 850 პედაგოგი. მათ შორის 56 მეცნიერებათა დოქტორი, 50 პროფესორი, 218 მეცნიერებათა კანდიდატი, 132 დოცენტი.

სპეციალობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევის ეროვნული ლინგვისტური უნივერსიტეტი ამზადებს შემდეგი სპეციალობის ბაკალავრებს:

  • ინგლისური ენა და ლიტერატურა
  • გერმანული ენა და ლიტერატურა
  • ფრანგული ენა და ლიტერატურა
  • ესპანური ენა და ლიტერატურა
  • ჩინური ენა და ლიტერატურა
  • იაპონური ენა და ლიტერატურა
  • რუსული ენა და ლიტერატურა
  • უკრაინული ენა და ლიტერატურა
  • ფსიქოლოგია
  • ინგლისურიდან თარგმნა
  • გერმანულიდან თარგმნა
  • ფრანგულიდან თარგმნა
  • ესპანურიდან თარგმნა
  • ჩინურიდან თარგმნა
  • იაპონურიდან თარგმნა
  • კორეულიდან თარგმნა
  • თურქულიდან თარგმნა
  • არაბულიდან თარგმნა
  • სპარსულიდან თარგმნა
  • რუსულიდან თარგმნა
  • ორგანიზაციის მენეჯმენტი
  • სამართალმცოდნეობა
  • გამოყენებითი ლინგვისტიკა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]