კიევის ალყა (968)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კიევის ალყა პაჭანიკთა მიერ 968 წელს აღწერილია პირველად ქრონიკებში, ისტორიული დეტალების ფოლკლორში შეზავებით.

ქრონიკების თანახმად მაშინ როდესაც კიევის მთავარი სვიატოსლავ I პირველი ბულგარეთის იმპერიის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული, ბიზანტიის იმპერატორი ნიკეფორე ფოკასის მიერ მოქრთამული პაჭანიკები რუსეთს დაესხნენ თავს და მის დედაქალაქ კიევს ალყა შემოარტყეს. ალყაში მოქცეული კიევის მოსახლეობა შიმშილითა და წყურვილით იტანჯებოდა, თუმცა დნეპრის მოპირდაპირე მხარეს დაბანაკებული სვიატოსლავის გენერალი პტერიხი მისი დრუჟინის ამალით მდინარის გადაკვეთას ვერ ბედავდა მრავალრიცხოვან პაჭანიკთა ძალის შიშით.

სვიატოსლავის ოჯახი მისი ყველა ვაჟითურთ ამ დროს კიევში იმყოფებოდა. ხანგრძლივი ალყით უკიდურესად დასუსტებული სვიატოსლავის დედა ოლგა მტრისთვის დანებებას აპირებდა თუ პრეტიხი ალყას ქალაქზე ერთ დღეში ვერ მოხსნიდა. თუმცა პრეტიხისთვის სიტყვის მიგზავნა შეუძლებელი ჩანდა. მხსნელად ერთი ბიჭი მოევლინათ, რომელიც პაჭანიკთა ენას კარგად ფლობდა. ბიჭმა ქალაქიდან გაღწევა და პტერიხისთვის სიტყვის მიტანა ითავა. პაჭანიკად თავის მოჩვენებით ბიჭი მოწინააღმდეგის ბანაკში შევიდა, დაკარგული ცხენის ძიების საბაბით. მტერი განზრახვას მხოლოდ მაშინ მიუხვდა, როდესაც ბიჭმა მდინარეზე გადაცურვა სცადა, თუმცა უკვე გვიანი იყო...

კიეველთა გაუსაძლისი მდგომარეობის შეტყობის შემდეგ პტერიხი საკუთარი მთავრის განრისხებას შეუშინდა და გადაწყვიტა ალყა გაერღვია სვიატოსლავის ოჯახის ქალაქიდან გამოსაყვანად. დილაადრე პრეტიხი მისი ამალით ნავებით დნეპრზე გადავიდა საყვირებით ატეხილი დიდი ხმაურითა და ზარ-ზეიმით. ქალაქელებმაც მხარი აუბეს და ოლგა გამოვიდა მდინარისკენ პრეტიხითან შესახვედრად. პაჭანიკებმა იფიქრეს სვიატოსლავი ბრუნდებოდა მისი დიდი არმიით და ალყა მყისვე მოხსნეს.

პაჭანიკთა მეთაურმა გადაწყვიტა პრეტიხს შეხვედროდა და ჰკითხა თუ ის იყო სვიატოსლავი. პრეტიხმა უპასუხა რომ ის მხოლოდ მისი გენერალი იყო, თუმცა გააფრთხილა, რომ სვიატოსლავის არმია უკან მოჰყვებოდა. მშვიდობისა და კეთილგანწყობის ნიშნად პაჭანიკთა მეთაურმა პრეტიხს ხელი ჩამოართვა და საკუთარი ცხენი, ხმალი და შუბი გაუცვალა პრეტიხს აბჯარში.