კიდურწერტილოვანი დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1006 წლით დათარიღებული გურგენ მეფეთა მეფის სამშენებლო წარწერა იშხნის მცირე ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე (დეტალი); კიდურწერტილოვანი დამწერლობის პირველი ნიმუში

კიდურწერტილოვანი დამწერლობაქართული ასომთავრულის ერთ-ერთი დეკორატიული ნაირსახეობა. კიდურწერტილოვანი დამწერლობის ასოთა კიდურებში, აგრეთვე ქარაგმის ხაზის ბოლოებში დასმულია ღრმა წერტილები. ამგვარი დეკორატიული ასომთავრულის აღსანიშნავად ტერმინი „კიდურწერტილოვანი“ პირველად ივანე ჯავახიშვილმა გამოიყენა 1926 წელს.

კიდურწერტილოვანი დამწერლობით შესრულებული უძველესი წარწერაა 1006 წლით დათარიღებული გურგენ მეფეთა მეფის სამშენებლო წარწერა იშხნის მცირე ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე. აგრეთვე ერთ-ერთი უძველესია ბაგრატ IV-ის 1032 წლის წარწერა იშხნის დიდი ტაძრის სამხრეთ კედელზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კიდურწერტილოვანი დამწერლობით შესრულებული ძეგლები XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. სილოგავა, ენციკლოპედია ქართული ენა, თბილისი, 2008, გვ. 271
  • ივ. ჯავახისვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949
  • ც. გაბაშვილი, ზედა ვარძია, თბილისი, 1985