კიბერფობია

კიბერფობია —კომპიუტერების უკიდურესი შიში. ადამიანებს შფოთვითი აშლილობის ამ სახით, ასევე შეიძლება ეშინოდეთ სმარტფონებისა და ინტერნეტის. მძიმე კიბერფობიის გამო, მათ შეიძლება თავი აარიდონ ისეთ ადგილებში წასვლას (როგორიცაა ოფისი ან სკოლა), სადაც შეიძლება კომპიუტერები იყოს. სპეციალისტები ამ ფობიას ასევე ლოგიზომექანოფობიას უწოდებენ. ეს სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან : "log", რაც ნიშნავს სიტყვას, და "machano", რაც ნიშნავს მანქანას. ადამიანებს ამ მდგომარეობით, შეიძლება ასევე ჰქონდეთ შფოთვა ან წუხილი ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით. მძიმე შემთხვევებში, კიბერფობიამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების მიერ კომპიუტერების ან ინტერნეტის გამოყენების სრულად შეწყვეტა.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკაში გამოკითხული ყოველი 10 ზრდასრულიდან 1 და ყოველი 5 თინეიჯერიდან 1 რესპონდენტი მაინც ებრძვის კონკრეტული სახის ფობიას. თუმცა, არ არსებობს ზუსტი რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც კიბერფობია აწუხებს. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, კიბერფობიის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ხნიერი ადამიანები მიეკუთვნებიან (65 წლის და მეტის). ვინაიდან ისინი არ გაზრდილან კომპიუტერების ეპოქაში, უჭირთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. მათთვის კომპიუტერების მოხმარება უფრო მეტად შეიძლება იყოს დაკავშირებული სტრესთან, შიშთან და დაბნეულობასთან.
გამომწვევი მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიიჩნევა, რომ კიბერფობიის (ისევე როგორც ფობიათა დანარჩენი სახეების) ჩამოყალიბებაზე მოქმედ ფაქტორებს მიეკუთვნება გენეტიკა, გარემო ფაქტორები და პერსონალური გამოცდილებები. ადამიანებს, რომელთაც აქვთ შფოთვითი აშლილობები, სხვა ფობიები ან ფსიქიკური დაავადებები, უფრო მეტად უვითარდებათ ახალი ფობია. კიბერფობიის „მსხვერპლნი“ უფრო მეტად ხდებიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ კომპიუტერის ან სმარტფონის მოხმარებასთან დაკავშირებული უსიამოვნო გამოცდილება.
კიბერფობიის სიმპტომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დადგენილია, რომ კიბერფობიის მქონე ადამიანები უკიდურესად შფოთავენ ან განიცდიან შიშს, როდესაც ფიქრობენ, ხედავენ, ან უწევთ კომპიუტერის ან ინტერნეტის გამოყენება. კიბერფობიის სიმპტომები შეიძლება იყოს, მაგალითად: ჭარბი ოფლიანობა, გულის აჩქარება, თავბრუსხვევა, გულისრევა, ქოშინი, კანკალი და სხვ.