კიან ჰილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიან ჰილი

კიან ჰილი 2015 წლის მსოფლიო თასზე
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1987 (1987-10-07) (36 წლის)
დაბადების ადგილი დუბლინი, ირლანდია
სიმაღლე 185 სმ
წონა 117 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი 2007– ლენსტერი
პოზიცია ბურჯი
თამაში 216
ქულა 120
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ირლანდია
თამაში 98
ქულა 25
Cian Healy ვიკისაწყობში

კიან ჰილი (დ. 7 ოქტომბერი, 1987) — ირლანდიელი მორაგბე. ის თამაშობს დუბლინის ლენსტერში და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში. ჰილი ასევე არის დიჯეი (DJ Church), რომელსაც მონაწილება მიუღია მრავალ ელექტრონული მუსიკის ფესტივალში.

ჰილი ცნობილია თავისი ფიზიკური ძალით. მისი თანაგუნდელების, ჯეიმი ჰისლიპის და მაიკ როსის თანახმად, ჰილი არის უძლიერესი მორაგბე რომელიც მათ უნახავთ სპორტდარბაზში[1].

ლენსტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი ლენსტერის შემადგენლობაში შედგა 2006-07 სეზონზე, 19 წლის ასაკში.[2] 2008-09 წწ. სეზონისთვის კი ჰილი იქნცა ძირითადი გუნდის ბურჯად. 21 წლის ასაკში ჰილი უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ვინც დიდი წვლილი შიეტანა 2009 წელს ჰეინიკენის თასის მოგებაში. 2011 წელს ლენსტერმა კიდევ ერთხელ მოიგო ჰეინიკენის თასი. ფინალში, ნორთჰემფთონ საინთსის წინააღდდეგ ჰილი ძირითად შემადგენლობაშ იყო.[3][4] მომდევნო სეზონშ გუნდმა კვლავ მოიგო ეს თასი, ფინალში ირლანდიური ალსტერი დაამარცხა ანგარიშთ 42-14[5]

მომდევნო წლებში კიან ჰილის რამდენიმე ტრავმის გადატანა მოუწია. 2015 წლის ზაფხულში ის ნაადრევად კარიერის დასრულებასაც ფიქრობდა[6] თუმცა მან შეძლო მინდორზე დაბრუნება და 2017-2018 წწ. სეზონისთვის კვლავ იქცა ლენსტერის ძირითად ბურჯად. ამ წელს ლენსტერმა ევროპის ჩემპიონთა თასი (ყოფილი ჰენიკენის თასი) კიდე ერთხელ მოიგო, დაამარცხა რა პარიზული რასინგ 92. კიან ჰილი მიეკუთვნება იმ მორაგბეების სიას რომელებმაც 4ჯერ შეძლებს ევროპის ჩემპიოთა/ჰეინიკენის თასის დაუფლება, ასეთი მორაგბე სულ ოტხია: დევინ ტონერი, ჯონათან სექსტონი, ისა ნაკევა და კიან ჰილი.[7]

კიან ჰილი ლენსტერი მაისუირით

ირლანდიის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირლანდიის ნაკრებში ჰილი პირველად 2008 წელს გამოიძახეს, ჯონი სექსტონთან ერთად.[8][9] 2009 წლის ნოემბერში კი მისი დებიუტი შედგა საერთაშორისო ტესტ მატჩებში, ავსტრალიის წინააღმდეგ.[10][11] მისი დებიუტი ექვს ერის თასზე კი 2009 წელს შედგა, იტალიის წინააღმდეგ. ამ სეზონზე ჰილი ძირითად შემადგელობაშ იყო ინგლისი, საფრანგეთის და უელსის წინააღმდეგაც.

2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც ირლანდიამ შეძლო ავსტრალიის დამარცხება ანგარიშით 15-6, კიან ჰილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[12]

ის იყო ნაკრების საკვანძო ფიგურა 2017-18 წლების სეზონზე, როდესაც ირლანდიამ დიდი სლემით შეძლო 6 ერის გათამაშების მოგება. 5-დან 4 შეხვედრაში კიან ჰილი ძირითად შემადგენლობაშ იყო, მათ შორის გადამწყვეტ მატჩში ინგლისის წინააღმდეგ.[13]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენსტერი
ირლანდია

სხვა საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიან ჰილი, გარდა რაგბის თამაშისა, არის მოყვარული დიჯეი. ასევე, ის არის მხატვარი და ცნობილია თავისი მორაგბეების პორტრეტებით[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.sportsjoe.ie/rugby/mike-ross-reveals-the-biggest-gym-beasts-in-irelands-rugby-squad-27298?cacheTtl=5&cacheKey=request-browser-httpswwwsportsjoeierugbymike-ross-reveals-the-biggest-gym-beasts-in-irelands-rugby-squad27298
  2. https://www.leinsterrugby.ie/player?PlayGuid=CH726208
  3. „Leicester 16–19 Leinster“. BBC Sport. 23 May 2009. ციტირების თარიღი: 11 November 2009.
  4. „Jonathan Sexton inspires Leinster to Heineken Cup glory“. BBC Sport. 21 May 2011. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
  5. https://www.rte.ie/sport/rugby/2012/0519/321612-leinster-42-14-ulster/
  6. http://www.the42.ie/cian-healy-retire-neck-injury-3746269-Dec2017/
  7. https://www.irishtimes.com/sport/rugby/european-cup/cian-healy-the-history-maker-wants-leinster-to-achieve-more-1.3493842
  8. „Healy and Sexton in Ireland squad“. BBC. 15 January 2008. ციტირების თარიღი: 3 February 2008.
  9. Ireland Team Announcement. IrishRugby.ie (29 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2008. ციტირების თარიღი: 3 February 2008.
  10. „Prop Healy wins first Ireland cap“. BBC Sport. 11 November 2009. ციტირების თარიღი: 11 November 2009.
  11. „O'Driscoll praises Irish attitude“. BBC Sport. 11 November 2009. ციტირების თარიღი: 11 November 2009.
  12. Ireland shock lifeless Wallabies. planetrugby.com (17 September 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 19 September 2011.
  13. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 21 ივლისი 2020.
  14. Rugby World, Man of many talents. Rugbyworld.com (18 March 2011). ციტირების თარიღი: 3 June 2013.