კიანგი
იერსახე
კიანგი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კიანგი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Equus hemionus kiang | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 7953 | |||||||||||||||
|
კიანგი (ლათ. Equus hemionus kiang) — კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახისა. კანჯარის ქვესახეობა. ტანად დიდი ცხოველია. აქვს მოკლე ფაფარი, წინა კიდურებზე რქოვანი კორძები. ზურგის მხარე და გვერდები მოწითალო-ყავისფერია, მუცელი — მოთეთრო. ბინადრობს ცენტრალური აზიის მთიანეთის უდაბნოში (ქაშმირი, ლადაქი, ტიბეტი), ქმნის მცირერიცხოვან რემას. იკვებება ბალახით. შობს 1 კვიცს. სწრაფად დარბის. ადგილობრივი მოსახლეობა კიანგზე ხორცისა და ტყავისათვის ნადირობს. ძნელად შინაურდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 501.