კვრინჩხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კვრინჩხი
Closeup of blackthorn aka sloe aka prunus spinosa sweden 20050924.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  კვრინჩხი
ლათინური სახელი
Prunus spinosa (L., 1753)
სინონიმები[1]
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 172194
გავრცელება
Prunus spinosa range.svg

კვრინჩხი (ლათ. Prunus spinosa) — ეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ახლოს დგას ქლიავთან ( ლათ. Prunus domestica). მისი სიმაღლე 5 მ აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული მუქი ლურჯი ნაყოფი მწკლარტე და მომჟავო-მოტკბო. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მთაში 1200-1600 -მდე ადის. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Plant List: A Working List of All Plant Species. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2014.