შინაარსზე გადასვლა

კვინტილიუსის ვილა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვინტილიუსის ვილა

Villa dei Quintili
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი დანგრეული
კვინტილიუსის ვილა — იტალია
კვინტილიუსის ვილა
კვინტილიუსის ვილა ვიკისაწყობში

კვინტილიუსის ვილა (იტალ. Villa dei Quintili) — მონუმენტალური ძველი რომაული ვილა, მდებარეობს აპიუსის გზაზე, რომის ტრადიციული საზღვრების გარეთ, იტალიაში. იგი ააშენა მდიდარმა კვინტილიების ძმებმა, სექსტუს კვინტილიუს ვალერიუს მაქსიმუსმა და სექსტუს კვინტილიუს კონდიანუსმა (კონსული 151 წ.). [1]

ამ რომაული ვილის ნანგრევები იმდენად მასშტაბურია, რომ პირველი გათხრების დროს, ადგილს ადგილობრივებმა უწოდეს რომა ვეკია (ძველი რომი), რადგანაც ისინი ქალაქი რომის მსგავსად, ძალიან დიდ ტერიტორიას იკავებდა.[2] ვილის ბირთვი აშენდა ადრეანეს დროს და მოიცავდა ფართო თერმებს, რომლებსაც საკუთარი აკვედუკი და, რაც კიდევ უფრო გასაკვირია, ბაღ-ჰიპოდრომი ჰქონდა, დათარიღებული მეოთხე საუკუნით. იმპერატორ კომოდუსს ვილას დაჰპატრონებოდა, ამიტომ, 182 წელს მისი მფლობელები სიკვდილით დასაჯა და ვილა საკუთარ სახელზე გადაიტანა.

1776 წელს, გავინ ჰამილტონმა აღმოაჩინა მარმარილოს ხუთი ქანდაკება, მათ შორის "An Adonis asleep", [3] რომელიც მან გაყიდა ჩარლზ ტაუნლზე და რომელიც ახლა დიდი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, "A Bacchante with the tyger", რომელიც გაყიდულია მისტერ გრევილისთვის. [4]ასკლეპიოსის დიდი მარმარილოს რელიეფი, რომელიც აღმოჩენილია ამ ადგილას, ჰემილტონიდან გადავიდა Earl of Shelburne-ზე, შემდეგ ლანსდოუნის მარკიზზე, ლანსდოუნის სახლში, ლონდონში. [5] "Braschi Venus" ამ ადგილიდან იყიდა პიუს VI-ის ძმამ, ლუიჯი ბრაში ონესტიმ.

დღეს, არქეოლოგიური ძეგლი მოიცავს მუზეუმს, [6] რომელიც დამშვენებულია მარმარილოს ფრიზებითა და ქანდაკებებით, რომლებიც ერთ დროს ვილას აფორმებდნენ. ასევე შესაძლებელია ნიმფეუმის, თერმის დარბაზისა და აბაზანების მონახულება. დიდი ტერასა, რომელიც გადაჰყურებს ვია აპია ნუოვას, რომელიც თარიღდება 1784 წლით, გვთავაზობს ფართო ხედს, კასტელი რომანოს რაიონზე. ვილის ტერიტორია გადაჭიმული იყო ვია აპია ნუოვას გზის მიღმაც კი.

2018 წელს ახალი გათხრებით აღმოჩნდა უჩვეულო და განსაკუთრებული მეღვინეობისა და ტრიკლინიუმის ტერიტორია, რომელიც აშენდა კომოდუსის ცირკის შესასვლელი კარიბჭეების თავზე, რომლის ტერიტორიის იატაკი, მარმარილოს საფარის ნაცვლად, ოპუს სიგნინუმით იყო დაფარული და არსებობდა ღვინის წყაროების განაწილების სისტემა, რომელიც წარმოების ადგილიდან ქვემოთ, მეღვინეობის ოთახში ჩაედინებოდა. [7]ობიექტს აქვს აღჭურვილობა, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ძველ რომაულ მეღვინეობაში, [8] მაგრამ დეკორაციისა და თეატრის დონე მიუთითებს იმაზე, რომ მას ჰქონდა უჩვეულო დანიშნულება - ელიტარული რომაული საზოგადოების გამოჩენილი წარმოებისა და პოტენციური ღვინის რიტუალის ჩვენება. [9]ტრიკლინიები (სასადილო ოთახები), ფართო შესასვლელებით გარს აკრავდა მეღვინეობის ტერიტორიას სამი მხრიდან, მათი კედლები და იატაკები დაფარული იყო ელეგანტური ოპუს სეკტილებით - ეგზოტიკური მარმარილოს გეომეტრიული ნიმუშებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იმპერატორი აქ ღვინის წარმოების თეატრალურ სპექტაკლთან ერთად უმასპინძლებდა. ეს კი იმპერიული ვილა მაგნას (ლაციუმი) ცერემონიული მეღვინეობის სტილს ჰგავს. ის თარიღდება გორდიან III-ის მეფობით (ძვ. წ. 238-244 წწ.).[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. A. Ricci, La villa dei Quintilii (Rome 1998).
  2. A Walk along Via Appia Antica from Cecilia Metella to Torre in Selci. ციტირების თარიღი: 2023-08-08
  3. "Endymion asleep on Mount Latmus, according to Vermeule.
  4. The "Adonis" and "Bacchante" appear in a list of "Ancient marbles found by Mr Gavin Hamilton in various Ruins near Rome since 1769", annexed to a volume of transcripts of the Hamilton-Townley correspondence, published by G. J. Hamilton and A. H. Smith, "Gavin Hamilton's Letters to Charles Townley" The Journal of Hellenic Studies 21 (1901:306-321); the Townley "Bacchante" at the British Museum is "merely a draped female with a bunch of grapes in the left hand and a panther beside the lower limbs" according to Vermeule; it had been called a "Libera" and "found by Mr. Gavin Hamilton, at Roma Vecchia", in Charles Knight, Guide cards to the antiquities in the British Museum 1840.
  5. Vermeule 1968:612, noting A.H. Smith, in Journal of Hellenic Studies 21' (1901:316). Smith had identified the site as the Domus Quintiliana in The Lansdowne Marbles 1889. (Vermeule, ibid., note 14).
  6. Catalogued by Paola Brandizzi Vittucci, La collezione archeologica nel Casale di Roma Vecchia (Rome) 1982.
  7. Dodd, Emlyn; Galli, Giuliana; Frontoni, Riccardo (April 2023). „The spectacle of production: a Roman imperial winery at the Villa of the Quintilii, Rome“. Antiquity (ინგლისური). 97 (392): 436–453. doi:10.15184/aqy.2023.18. ISSN 0003-598X.
  8. Dodd, Emlyn (2022-07-01). „The Archaeology of Wine Production in Roman and Pre-Roman Italy“. American Journal of Archaeology (ინგლისური). 126 (3): 443–480. doi:10.1086/719697. ISSN 0002-9114. S2CID 249679636.
  9. Dodd, Emlyn; Galli, Giuliana; Frontoni, Riccardo (April 2023). „The spectacle of production: a Roman imperial winery at the Villa of the Quintilii, Rome“. Antiquity (ინგლისური). 97 (392): 436–453. doi:10.15184/aqy.2023.18. ISSN 0003-598X.
  10. Higgins, Charlotte (2023-04-17). „Lavish ancient Roman winery found at ruins of Villa of the Quintilii near Rome“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2023-08-08.