კვეტის ტერაქტი (2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვეტის ტერაქტი (2016)
اگست 2016ء کوئٹہ بم دھماکا

ბელუჯისტანის მხარე
მდებარეობა კვეტა, ბელუჯისტანი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
თარიღი 8 აგვისტო 2016
თავდასხმის ტიპი
თვითმკვლელი ტერორისტი, სროლა
იარაღი ბომბი, ავტომატი
დაღუპულები 70+
არასასიკვდილო დაზიანებები
100+
თავდამსხმელები ჯამაჰატ-ალ-უჰრარი[1]
ისლამური სახელმწიფო

2016 წლის 8 აგვისტოს ტერორისტები თავს დაესხნენ სამთავრობო ჰოსპიტალს პაკისტანის ქალაქ კვეტაში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ბომბის და სროლის შედეგად დაიღუპა 77 ადამიანი და დაზიანება მიიღო 100-ზე მეტმა ადამიანმა. დაშავებულები ძირითადად ადვოკატები იყვნენ, რომლებიც შეიკრიბნენ საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა ადვოკატ ბილალ ანვარ ქასის გვამი, რომელიც ბელუჯისტანის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო, გვამი ჩამოასვენეს იქ, მას შემდეგ, რაც იგი ჩაცხრილა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა.[2] პასუხისმგებლობა თავდასხმაზე აიღო სხვადასხვა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, როგორიცაა ჯამაჰატ-ალ-უჰრარი და ისლამური სახელმწიფო.

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა გაააქტიურა Safety Check ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს აღნიშნო შენი თავი უსაფრთხოდ.[3]

შიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა და პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა დაგმეს თავდასხმა და გამოხატეს მწუხარება დაღუპულებისადმი. მთავრობამ გამოაცხადა სამდღიანი გლოვა.[2]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა,[4][5] შეერთებული შტატების თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა[6] და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაგმეს თავდასხმა.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „70 dead as blast hits Quetta Civil Hospital after lawyer's killing“. Dawn. 8 August 2016. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  2. 2.0 2.1 55 killed, over 100 injured in blast at hospital in Pakistan's Quetta. The Times of India (8 August 2016). ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  3. Pakistan hospital bomb attack kills dozens in Quetta. BBC News (8 August 2016). ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  4. Pakistan: Ban condemns ‘appalling’ terrorist attack at hospital in Quetta. UN News Center (8 August 2016). ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  5. Ayaz Gul. (8 August 2016) Suicide Blast At Pakistani Hospital Kills Dozens. The Voice of America. ციტირების თარიღი: 8 August 2016.
  6. The Latest: White House Condemns Quetta Hospital Bombing. ABC News (8 August 2016). ციტირების თარიღი: 9 August 2016.
  7. France condemns Quetta attack, expresses solidarity. Samaa TV (8 August 2016). ციტირების თარიღი: 9 August 2016.