შინაარსზე გადასვლა

კვერცხსადები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალიის კვერცხსადები

კვერცხსადები (ovipositor) — მრავალი მწერისა და ზოგი თევზის კვერცხის დასადები გარეგანი სასქესო ორგანო. მწერების კვერცხსადები წარმოადგენს მუცლის მე-8 და მე-9 სეგმენტის სახეცვლილ კიდურებს. შედგება 3 წყვილი საგდულისაგან, რომელიც ესობა სუბსტრატში და კვერცხი მათ შუა მისრიალებს. ტიპური კვერცხსადები აქვთ კუტკალიებს. კალიების კვერცხსადები უფრო მოკლე და მაგარია. ნემსიყლაპიები კვერცხსადების მეშვეობით კვერცხს მცენარეთა ქსოვილში დებენ, მხედრები კი — სხვა მწერის სხეულში. უმაღლესი სიფრიფანაფრთიანების კვერცხსადები გარდაქმნილია ნესტრად. თევზის კვერცხსადები სახეცვლილი შარდ-სასქესო დვრილია, რომელიც ქვირითობის დროს გაგრძელდება.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: