კვერცხიჭამია გველისებრნი
იერსახე
კვერცხიჭამია გველისებრნი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მონტანას კვერცხიჭამია გველი Dasypeltis atra | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Dasypeltis | |||||||||||||||||
|
კვერცხიჭამია გველისებრნი (ლათ. Dasypeltis), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. გვარი შეიცავს 5 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს. გავრცელებული არიან აფრიკასა და ინდოეთში. იკვებებიან ფრინველის კვერცხით. კბილები სუსტად აქვთ განვითარებული (მსხვერპლის დაჭერა არ უხდებათ). ხერხემლის წინა მალების გადიდებული მორჩები შეჭრილია საყლაპავის ღრუში და გადაყლაპული კვერცხის ნაჭუჭს ამსხვრევს. კვერცხის შიგთავსი კუჭში ჩაიქცევა, ნაჭუჭი კი პირით გარეთ გამოიდევნება. კვერცხიჭამია გველისებრთაგან ყველაზე ცნობილია აფრიკაში გავრცელებული Dasypeltis scabra.
სახეობები. ქვესახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Dasypeltis შეიცავს 5 სახეობას:
- მონტანას კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis atra (სტერნფელდი, 1912)
- ცენტრალური აფრიკის კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis fasciata (სმითი, 1849)
- სამხრეთული ყავისფერი კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis inornata (სმითი, 1849)
- აღმოსავლეთ აფრიკის კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis medici
- Dasypeltis medici lamuensis (განსი, 1957)
- Dasypeltis medici medici (ბიანკონი, 1859
- ჩვეულებრივი ანუ რომბისებრი კვერცხიჭამია გველი, Dasypeltis scabra
- Dasypeltis scabra loveridgei (მერტენსი, 1954)
- Dasypeltis scabra scabra (ლინე, 1758)
ჭამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტანას კვერცხიჭამია გველი Dasypeltis atra მიირთმევს კვერცხს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 5, გვ. 495, თბ., 1980