კვერცხის წვნიანი
|
| |
| ტიპი | წვნიანი |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი |
| წარმოშობის ადგილი | ჩინეთი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი |
| მთავარი ინგრედიენტები |
ბულიონი,კვერცხი |
კვერცხის წვნიანი (ჩინ. 蛋花湯) — ჩინური წვნიანი, რომლის მოსამზადებლადაც ქათმის ბულიონში ათქვეფილ კვერცხს ასხამენ. წვნიანს ხშირად უმატებენ ისეთ სანელებლებს, როგორიცაა შავი ან თეთრი წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ტოფუ. ბულიონში ხარშვის ბოლო მომენტებში ათქვეფილი კვერცხის თხელ მასას ურევენ, შედეგად კი მიიღება მოხარშული კვერცხის თხელი, აბრეშუმისებრი ძაფები ან პატარა ფანტელები, რომლებიც წვნიანში ტივტივებს[1][2] .
ჩინური სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინურ სამზარეულოში კვერცხის წვნიანებს უფრო თხელი კონსისტენცია აქვთ, ვიდრე ამ კერძის დასავლურ ვარიანტებს. რეგიონის მიხედვით, მათ შეიძლება დაუმატონ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ტოფუ, მწვანე ხახვი, ლობიო და სიმინდი.
ამერიკულ-ჩინური სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აშშ-ში კვერცხის წვნიანს ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს ერთ-ერთ მთავარ კერძად,[3] როგორც ჩინური, ისე ზოგიერთი ამერიკული რესტორნის მენიუში. მას ასევე უწოდებენ კვერცხის ყვავილის წვნიანს, რაც მისი სიტყვასიტყვით ნათარგმნი ჩინური სახელწოდებაა.[4] ზოგჯერ, კერძის შესასქელებლად სიმინდის სახამებელს იყენებენ.
ლაოსური სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მი კა ტი ლაოსური კერძია, რომელიც წააგავს კვერცხის წვნიანს. ის ქოქოსის რძით მზადდება[5][6] .
ევროპული სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიაში პოპულარულია სტრაჩატელა, კვერცხის წვნიანის ვერსია, რომელიც მზადდება კვერცხითა და პარმეზანის ყველით. მისი მსგავსია ზუპა პავეზე – ბულიონის, პურისა და მოხარშული კვერცხის კერძი.
საფრანგეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურინი, ანუ ნივრის წვნიანი, მზადდება კვერცხის ცილით, რომელსაც წვენში ურევენ.
ესპანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპანეთში, საფრანგეთის მსგავსად, ბულიონის შესასქელებლად კვერცხის ცილას იყენებენ.
ავსტრია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავსტრიაში კვერცხის წვნიანს აქვს მარტივი, ტრადიციული რეცეპტი, რომელსაც ძირითადად ძალიან პატარა ბავშვებისთვის ან ავადმყოფი ადამიანებისთვის ამზადებენ. ათქვეფილ კვერცხს ურევენ ფქვილს და მიღებული მასით მდუღარე წყალში პატარა ბურთულებს ქმნიან.[7]
პოლონეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონური კვერცხის წვნიანი ძალიან ჰგავს ავსტრიულს. პოლონეთში კვერცხისა და ფქვილის ნარევს ცალკე ხარშავენ, მოხარშვის შემდეგ კი სოუსს ან რძეს უმატებენ.
რუსეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში მოხარშული კვერცხის მასას აზავებენ დაჭრილი მწვანე ხახვითა და შავი პილპილით. სამხრეთ რეგიონებში გვხვდება კვერცხის ცომის პელმენებიც, მაგ. „ზარმაცი ვარენიკი“ (варе́ники) ან უკრაინული „ჰალუშკი“ (галушка).
კვიპროსი და საბერძნეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვიპროსსა და საბერძნეთში კვერცხს თქვეფენ და შემდეგ ნელა ურევენ წვნიანში, რათა არ შედედდეს. ზოგჯერ უმატებენ ლიმონსა და ბრინჯს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chinese Soup Recipes - Egg Flower Soup. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07.
- ↑ Liv Wan. (27 January 2021) Easy Chinese Egg Drop Soup. The Spruce Eats.
- ↑ Smith, A.F. (2013). Food and Drink in American History: A "Full Course" Encyclopedia [3 Volumes]: A "Full Course" Encyclopedia, EBSCO ebook academic collection. ABC-CLIO, გვ. 181. ISBN 978-1-61069-233-5.
- ↑ Ruhlman, M. (2014). Egg: A Culinary Exploration of the World's Most Versatile Ingredient. Little, Brown, გვ. 150. ISBN 978-0-316-25407-6.
- ↑ Busico, Michalene. (March 13, 2019) One of the most delicious things I've eaten in Dallas came from Khao Noodle Shop. ციტირების თარიღი: July 12, 2021
- ↑ TOMETICH, ANNABELLE. Hot Dish: At Thai Star, a Lao soup with exotic appeal en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-04
- ↑ Eierflöckchensuppe | Gourmetpedia – Rezepte, übersetzte Gerichte, Menükarten, gastronomisches Wörterbuch, Menüvorschläge