შინაარსზე გადასვლა

კვერკვეტულანის კარიბჭე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვერკვეტულანის კარიბჭე (იტალ. Porta Querquetulana) — სერვიუსის კედელში არსებული კარიბჭე, რომელსაც სახელი მის შიგნით მდებარე კვერკვეტულანების წმინდა ტყის პატივსაცემად ეწოდა.[1] აღნიშნული ტყე ძვ. წ. I საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა.[2]

ამ კარიბჭის მდებარეობა საკამათოა. ლორენს რიჩარდსონი მიიჩნევდა, რომ კარიბჭე რეგიონ V ესკვილინეს ზღვარზე მდბარეობდა, სადაც კლივუს სკავრი გადიოდა.[3] პლანტერის აზრით კი, კარიბჭე და მის გვერდით არსებული წმინდა ტყე კელიუსის ბორცვზე, ან მის მახლობლად იყო.[4] კელიუსის ბორცვს, თავდაპირველად მონს კვერკვეტულანუსი (Mons Querquetulanus) ერქვა, სანამ აქ კელიუს ვიბენნა დასახლდებოდა და სახელიც მის საპატივსაცემოდ დაერქმეოდა.[5]

XXI საუკუნის დასაწყისში, 3D ვიზუალიზაციის დახმარებით დადგინდა, რომ კვერკვეტულანების წმინდა ტყე, შესაძლოა, მეცენასის ბაღების (Gardens of Maecenas) შემადგენლობაში იყო შესული. ამ ადგილზე არსებული ბუნებრივი წყარო კი ადრიანეს დროის ნიმფეუმით ჩაანაცვლეს.[6] ესკვილინეს ბორცვზე მდებარეობის განსაზღვრაც შესაძლებელია[7] რომაელი მწერალი პლინიუსი მიუთითებს, რომ კვერკვეტულანას კარიბჭე იდგა იუპიტერ ფაგუტალისის (Jupiter Fagutalis) საკურთხეველსა და ვიმინალის ბორცვს შორის – ანუ ზუსტად ესკვილინეს ტერიტორიაზე.[8]

  1. Chrystina Häuber and Franz Xaver Schütz, "The Sanctuary Isis et Serapis in Regio III in Rome: Preliminary Reconstruction and Visualization of the Ancient Landscape Using 3/4D-GIS-Technology," Bollettino di archeologia online, vol. spec. D (2010), p. 85.
  2. As implied by Varro, De lingua latina 5.49; Richardson, A New Topographical Dictionary, p. 233.
  3. Richardson, A New Topographical Dictionary, pp. 25, 90, 332.
  4. S. B. Platner, A Topographical Dictionary of Ancient Rome (London 1929), p. 413.
  5. Palmer, The Archaic Community of the Romans, p. 119.
  6. Häuber and Schütz, "The Sanctuary Isis et Serapis," p. 85.
  7. Kim J. Hartswick, The Gardens of Sallust: A Changing Landscape (University of Texas Press, 2004), p. 14.
  8. Pliny, Natural History 16.37; Palmer, The Archaic Community of the Romans, p. 119.