კვედაი დენ სინჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კვედაი დენ სინჰი (Kwäday Dän Ts'ìnchi, კვედაი დენ სინჰი) — ბუნებრივად მუმიფიცირებული სხეული ნაპოვნი ტაშენშინი-ალსეკის პროვინციული პარკის ტერიტორიაზე (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა). სხეული გამოჩნდა 1999 წელს მყინვარის დნობის შედეგად. იქვე იყო ციყვის ბეწვისაგან შეკერილი მოსასხამი, ხის ფესვებისაგან დაწნული ქუდი, ხელჯოხი, შუბი და შრომის იარაღები. რადიონახშირბადის დათარიღებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა კაცის სხეული დაახლოებით 300-550 წლის წინ ცხოვრობდა.

სამმა მონადირემ, ბილ ჰენლონმა, უორენ უორდმა და მაიკ როშემ 1999 წლის 14 აგვისტოს, მყინვარის დნობის შედეგად, იპოვეს რიგი არტეფაქტი და ადამიანის სხეული იუკონის საზღვართან. მონადირეები მოძრაობდნენ მყინვარის გასწვრივ, ტყის საზღვრის ზემოთ. მათ შეისწავლეს ტყე და შენიშნეს ორნამენტები და ჭდეები. ყინულში სხეული აღმოაჩინა უორენ უორდმა, რომელიც ბინოკლით ასრულებდა დაკვირვებებს. 16 აგვისტოს მონადირეებმა თავიანთი აღმოჩენების შესახებ უამბეს ბერინგიის ცენტრის საშტატოს. აღმოჩენილ მამაკაცს უწოდეს კვედაი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს კარგად შენახულ ადამიანურ რელიქტს ჩრდილოეთ ამერიკაში. ის სავარაუდოდ, 18-19 წლისა იყო როდესაც გარდაიცვალა.[1] სიკვდილის მიზეზი უცნობია. ამასთანავე შეისწავლეს კვედაის საკვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამოავლინეს, რომ იგი მოგზაურობდა სამი დღის განმავლობაში და გაიარა არა ნაკლებ 100 კილომეტრი. კვედაისთან ერთად აღმოჩნდა არაერთი არტეფაქტი.

იგი ცნობილია ასევე როგორც იუკონის ან კანადის ყინულის კაცი. კვედაი დენ სინჰი ადგილობრივთა ენაზე „დღეს ნაპოვნ ძველ ადამიანს“ ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pringle, Heather. "The Messenger", Canadian Geographic Magazine, Dec 2008, p. 74.