შინაარსზე გადასვლა

კვანტური გადახლართულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კვანტური ჩახლართულობა)
გადახლართული ფოტონების გენერაცია ლაზერული ნაკადის სპონტანური პარამეტრული გაფანტვის შედეგად არაწრფივ კრისტალში

კვანტური გადახლართულობა ან კვანტური გადაჯაჭვულობა — კვანტურ-მექანიკური მოვლენა, რომლის დროსაც ორი ან რამდენიმე ობიექტის კვანტური მდგომარეობები ურთიერთდამოკიდებულია.[1] ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ნარჩუნდება მაშინაც კი თუკი ეს ობიექტები მიმოფანტულია სივრცეში ნებისმიერი ფუნდამენტური ურთიერთქმედების ფარგლებს გარეთ, რაც ერთი შეხედვით ლოგიკურ წინააღმდეგობაში იმყოფება ლოკალურობის პრინციპთან. კვანტური გადახლართულობის ეფექტები ექსპერიმენტულად იყო დემონსტრირებული ფოტონებზე, ნეიტრინოებზე, ელექტრონებზე, მოლეკულებზე და პატარა ალმასებებზეც კი. კვანტური გადახლართულობის შესწავლა წარმოადგენს თანამედროვე თეორიული ფიზიკის მნიშვნელოვან ამოცანას. ბოლო წლების განმავლობაში რჩება კვლევის აქტუალურ ობიექტად როგორც ფიზიკის ასევე მათემატიკის თვალსაზრისით. გადახლართულობის მათემატიკური ასპექტების აღწერის პრობლემატიკა წარმოადგენს კომპლექსური კვლევის ამოცანას.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]