კვანტური განკურნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვანტური განკურნების მეთოდი (ინგლ. Quantum healing) — იდეების ფსევდომეცნიერული ნაზავი, რომელიც, სავარაუდოდ, გამომდინარეობს კვანტური მექანიკიდან, ფსიქოლოგიიდან, ფილოსოფიიდან და ნეიროფიზიოლოგიიდან. კვანტური განკურნების დამცველები ამტკიცებენ, რომ კვანტური ფენომენები არეგულირებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. არსებობს სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც მიუთითებენ სხვადასხვა კვანტურ იდეებზე, მათ შორის ტალღის ნაწილაკების ორმაგობაზე და ვირტუალურ ნაწილაკებზე, და ზოგადად „ენერგიაზე“ და ვიბრაციაზე.[1] კვანტური განკურნება ალტერნატიული მედიცინის ფორმაა.

ტერმინი „კვანტური განკურნება“ გამოიგონა დიპაკ ჩოპრამ(ინგლისური)ქართ., როდესაც 1989 წელს გამოაქვეყნა თავისი წიგნის პირველი გამოცემა ამ სახელწოდებით.

კვანტურ განკურნებას არაერთი მიმდევარი ჰყავს, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება ფართოდ მიიჩნევს მას სისულელედ.[2] მთავარი კრიტიკა ეყრდნობა თანამედროვე ფიზიკის სისტემატურ არასწორ ინტერპრეტაციას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ მაკროსკოპული ობიექტები (როგორიცაა ადამიანის სხეული ან ცალკეული უჯრედები) ძალიან დიდია იმისთვის, რომ გამოავლინონ თანდაყოლილი კვანტური თვისებები.

ფიზიკოსი ბრაიან კოქსი ამტკიცებს, რომ სიტყვა „კვანტურის“ არასწორად გამოყენება, როგორც ეს არის ფრაზაში „კვანტური განკურნება“, უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე, რადგან ის ძირს უთხრის ნამდვილ მეცნიერებას და ხელს უშლის ადამიანებს ჩაერთონ ჩვეულებრივ მედიცინაში. ის აცხადებს, რომ „ზოგიერთი მეცნიერისთვის სამეცნიერო იდეების სამწუხარო დამახინჯება და მითვისება, რაც ხშირად თან ახლავს მათ პოპულარულ კულტურაში ინტეგრაციას, მიუღებელია“.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alexander Dunlop. „Quantum Healing: Transforming Who You Are - Spiritual Life Coaching“
  2. Francis, Matthew R. (2014-05-29). „Quantum and Consciousness Often Mean Nonsense“. Slate (ინგლისური). ISSN 1091-2339. ციტირების თარიღი: 2018-09-21.
  3. Cox, Brian. (2012-02-20) Why Quantum Theory Is So Misunderstood - Speakeasy - WSJ. Blogs.wsj.com. ციტირების თარიღი: 2012-12-15Cox, Brian (2012-02-20). "Why Quantum Theory Is So Misunderstood - Speakeasy - WSJ". Blogs.wsj.com. Retrieved 2012-12-15.