შინაარსზე გადასვლა

კვადროპედალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსიარულე სპილოს ანიმაცია

კვადროპედალიზმი, ან ოთხფეხზე სიარული — ხმელეთზე გადაადგილების (ლოკომოციის) ფორმა, რა დროსაც ოთხფეხა ცხოველები (ისევე როგორც ჩოქელები, რომლებიც ძირითადად ამ გზით დადიან) გადასაადგილებლად ოთხივე კიდურს (ფეხს) იყენებენ.

ცხოველებს ან მანქანებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინარჩუნებენ ოთხფეხა პოზიციას და ოთხივე კიდურის გამოყენებით გადაადგილდებიან, „კვადროპედები“ ეწოდებათ (ლათინურიდან quattuor „ოთხი“ და pes, pedis „ფეხი“). კვადროპედების უმრავლესობა ხმელეთის ხერხემლიანებია, მათ შორის — ძუძუმწოვრები და ქვეწარმავლები, თუმცა ზოგიერთი მათგანი ძირითადად წყლის ბინადარია, მაგალითად, კუები, ამფიბიები და ფარფლფეხიანები.

2005 წლის ივლისში, თურქეთის ერთ-ერთ სოფელში, მეცნიერებმა ხუთი დედმამიშვილი აღმოაჩინეს, რომლებმაც ბუნებრივად ისწავლეს ხელებსა და ფეხებზე სიარული (ოთხზე სიარული). შიმპანზეებისგან განსხვავებით, რომლებიც თითის სახსრებზე გადაადგილდებიან, ულასების ოჯახი ხელისგულებზე გადაადგილდებოდა, რაც მათ თითების მოქნილობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.[1][2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. James Owen. (2006-03-08) Family Walks on All Fours, May Offer Evolution Insight, Experts Say. ციტირების თარიღი: 2022-02-06.
  2. Science May Finally Explain Why This Family Walks On All Fours (2014-07-17 ♀4accessdate=2022-02-06).
  3. Türkmen S, Demirhan O, Hoffmann K, et al., Cerebellar hypoplasia and quadrupedal locomotion in humans as a recessive trait mapping to chromosome 17p(ინგლისური) // Journal of Medical Genetics, BMJ Group, 2006, ტ. 43, გვ. 461–464, ISSN 0022-2593, doi:10.1136/jmg.2005.040030, PMID 16371500.