კეშმი (კუნძული)
მშობ. სახელი: قشم | |
---|---|
კეშმი კოსმოსიდან. აგვისტო, 2000 | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ჰორმუზის სრუტე |
კოორდინატები | 26°41′43″ ჩ. გ. 55°37′06″ ა. გ. / 26.69528° ჩ. გ. 55.61833° ა. გ. |
ფართობი | 1,491 კმ² |
სიგრძე | 135 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ოსტანი | ხორმოზგანი |
შაჰრესტანი | კეშმი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 148,993 (2016) |
სიმჭიდროვე | 67.07 /კმ² |
კეშმი (სპარს. قشم) — ყველაზე დიდი კუნძული ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძული მხოლოდ 60 კილომეტრითაა (37 მილი) დაშორებული ომანის პორტ ხასაბიდან და დაახლოებით 180 კმ-ით (112 მილი) არაბეთის გაერთიანებული საამიროების რაშიდის პორტიდან. ფართობი 1,491 კვადრატული კილომეტრია (576 კვადრატული მილი), თითქმის ორჯერ აღემატება ბაჰრეინის ზომას. ქალაქი კეშმი, რომელიც მდებარეობს კუნძულის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში, მდებარეობს ბანდარ აბასიდან 22 კილომეტრში, ხოლო კუნძულის უახლოესი წერტილი ხმელეთიდან მხოლოდ ორი კილომეტრის მანძილზეა.[1]
კუნძულისთვის დამახასიათებელია ნოტიო ტროპიკული კლიმატი. საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 27 ° C (81 ° F). ყველაზე თბილი თვეებია ივნისიდან აგვისტომდე, ყველაზე ცივი ოქტომბრიდან იანვრამდე. საშუალო ნალექია 183.2 მმ (7 + 3⁄16 ინჩი). კეშმი ხმელეთისაგან გამოყოფილია კლარენსის ვიწრო სრუტით (მინიმალური სიგანე —1800 მ). ახლოს მდებარე კუნძულებია ჰენგამი, ლარეკი და ჰორმუზი.
კუნძულის ტერიტორია კეშმის შაჰრესტანს ეკუთვნის, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზგანის ოსტანის ნაწილია.
კუნძულზე მდებარეობს 59 ქალაქი და სოფელი. მოსახლეობა 2012 წლის შეფასებით 119,035 ადამიანია. ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებულია თევზაობით, იალქნიანი ნავების—დაუს მშენებლობით, ჩაბმულია ვაჭრობის და მომსახურების სფეროში. კიდევ 30,000 ადამიანი ადმინისტრაციული ან წარმოების მუშაკი ან სტუდენტია.
ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი დასახლებული ქალაქია კეშმი, რომელიც მდებარეობს კუნძულის უკიდურეს აღმოსავლეთით (მოსახლეობა 17 ათასი ადამიანი). კუნძული გამოცხადებულია თავისუფალ სავაჭრო ზონად.[2][3][4]
ისტორიული ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე პირველი დასახლებები გამოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, კერძოდ, ისინი მოხსენებული იყო კლაუდიო პტოლემეოსის მიერ.
ჯონ კასელის ბიბლიის მიხედვით. კეშმი ედემის ბაღის სავარაუდო ადგილია.[5]
დიდი ხნის განმავლობაში კუნძული პორტუგალიის კონტროლის ქვეშ იყო.
1622 წელს კეშმში სასიკვდილოდ დაიჭრა მკვლევარი უილიამ ბაფინი პორტუგალიელებთან შეტაკებისას , რომლებმაც დაიკავეს "Forte de Queixom"-ის სახელით ცნობილი ბრიტანელების ციხე -სიმაგრეს.
1988 წელს, სამოქალაქო თვითმფრინავმა ჩამოაგდო ამერიკული რაკეტა კუნძულის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში.
2019-2020 წლებში კუნძულზე 85 ათასი ეგზემპლარი ავიცენია დაირგო 85 ჰექტარ ფართობზე.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თევზაობა კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობის წამყვანი საქმიანობა გახლავთ. კუნძულს აქვს დიდი და კერძო პორტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის მიწოდებას სპარსეთის ყურის გავლით. მარილი მოიპოვება სამხრეთ -აღმოსავლეთ სანაპიროზე. კეშმი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ეკოტურიზმით.
ღირსშესანიშნაობაში შედის მანგროვის( მანგროვული) ტყეები. ეკოლოგების აზრით, მსოფლიოს ფრინველთა დაახლოებით 1.5% და ირანის ადგილობრივი ფრინველების 25% ყოველწლიურად მიგრირებენ პირველი ეროვნული გეოპარკის ტყეებში. უძველესი პორტუგალიური სიმაგრე, ისტორიული მეჩეთები, მანგროვული ტყეები, მარილის გამოქვაბულები, ჩაჰ -კუჰის ხეობები და ვარსკვლავების ველი სპარსეთის ყურის ლაჟვარდოვან წყლებში მდებარე კუნძულის ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ.
სოფელ შიბდერაზში მდებარეობს დაცული ტერიტორია, სადაც ბინადრობს ბისას სახეობის ზღვის კუ, ნაზის კუნძულები, მრავალრიცხოვანი პორტები და ნავმისადგომები მცირე ჩამონათვალია კუნძულის მრავალი ღირსშესანიშნაობებიდან. ნაზის კუნძულების ხამანწკები, მარჯნები, ფერადი თევზები და ზღვის ჩიტები უამრავ ტურისტს იზიდავს. კუნძულებამდე ფეხით მისვლა შესაძლებელია ზღვის მოქცევის დროს.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სატრანსპორტო სამგზავრო კავშირები გარე სამყაროსთან შესაძლებელია კეშმის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით (ფრენები ხორციელდება თეირანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით), ზაკერიის პორტში (ფრენები ბანდარ აბასში) და რიგი საზღვაო ნავსადგურებით. ამჟამად შენდება კონტინენტთან დამაკავშირებელი ხიდი. ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს კუნძულის ელექტრო ქსელს მატერიკთან. [6][7]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰარას მანგროვული ტყეები
- ვარსკვლავების ველი
- გეოლოგიური მასივი ნამაყდანი (მარილის მღვიმე, რომელიც ცნობილია როგორც ყველაზე გრძელი მსოფლიოში)
- ჩახ-კუხის ხეობა
- ჰარბოზის გამოქვაბულები
- პორტუგალიური ციხესიმაგრეები კუნძულ ჰორმუზზე და კეშმზე
- დელფინები სპარსეთის ყურეში
- ზღვის ბისას სახეობის კუები
- ნაზის კუნძულები, სადაც მოქცევის დროს შესაძლებელია ფეხით გადასვლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Austrians to Construct Persian Gulf Bridge to Connect Qeshm Island to the Main Island" დაარქივებული 2022-01-20 საიტზე Wayback Machine. . payvand.com. Retrieved 2016-10-05.
- ↑ "Qeshm – Dictionary definition of Qeshm | Encyclopedia.com: FREE online dictionary". www.encyclopedia.com. Retrieved 2016-10-05.
- ↑ "Qeshm Island and its tourist attractions". IFPNews.com. Retrieved 2016-10-05.
- ↑ "Iranian Archaeologists Uncover Paleolithic Stone Tools on Qeshm Island – Tasnim News Agency". Tasnim News Agency. Retrieved 2018-07-09.
- ↑ LTD, Kaspid. "Qeshm Island". www.arian-tour.com. Archived from the original on 2017-09-02. Retrieved 2016-08-26.
- ↑ "Iran Air flight 655 | Background, Events, Investigation, & Facts". Encyclopedia Britannica.
- ↑ "مزایای ثبت شرکت در مناطق آزاد". companyregister.ir.(სპარს.)