კეტლინ ლონდსდეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კეტლინ ლონდსდეილი
Kathleen Yardley Lonsdale (1903-1971).jpg
დაბ. თარიღი 28 იანვარი 1903(1903-01-28)[1]
დაბ. ადგილი დრიჰად-ნუა
გარდ. თარიღი 1 აპრილი 1971(1971-04-01)[1] (68 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო კრისტალოგრაფია
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სამეფო ინსტიტუტი და ლიდზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ბედფორდის კოლეჯი და Woodford County High School
ჯილდოები დევის მედალი[2] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი, სამეფო საზოგადოების წევრი და საპატიო დოქტორი

კეტლინ ლონსდეილი (ინგლ. Kathleen Lonsdale; დ. 28 იანვარი, 1903, დრიჰად-ნუა, ირლანდია — გ. 1 აპრილი, 1971, ლონდონი) — ინგლისელი კრისტალოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეტლინ ლონდსდეილი (ქალიშვილობის გვარი იარდლი) დაიბადა 1903 წლის 28 იანვარს ირლანდიის ქალაქ დრიჰად-ნუაში, ფოსტის მოხელის ოჯახში. მალევე მათი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში. მცირე სტიპენდიის წყალობით კეტლინმა დაამთავრა საშალო სკოლა. შემდგომში მან სწავლა ბლედფოლდის „ქალიშვილთა კოლეჯში“ განაგრძო. 19 წლის ასაკში მან ეს კოლეჯი დაამთავრა და სწავლა უკვე ლონდონის უნივერსიტეტში გააგრძელა. ამ უნივერსიტეტში კეტლინს უილიამ ლოურენს ბრეგი ასწავლიდა. ბრეგი მალევე აღაფრთოვანა ახალგაზრდა გოგონას მეცნიერებისადმი სწრაფვამ და მას მალევე შესთავაზა ადგილი თავის კვლევით ჯგუფში, რომლის წევრებიც ორგანული ნაერთების რენტგენულ ანალიზზე მუშაობდნენ. სწორედ ამ შეხვედრამ განსაზღვრა კეტლინ იარდლის ბედი. 1927 წელს კეტლინი ჯ. ლონდსდეილზე გათხოვდა. ამ პერიოდიდან იგი ლონდსდეილად მოიხსენიება.

ახალგაზრდა მკვლევარმა, შეძლო და გამოიყენა ჯგუფების აბსტრაქტული თეორიის მძლავრი მეთოდები და ჩაატარა გამოკვლევები რთლი ორგანული კრისტალების სიმეტრიის შესაძლო ტიპების კლასიფიკაციაში და ამ სიმეტრიების იდენთიფიკაციის სტანდარტული რენტგენული მეთოდების შემუშავებაში. მან ეს შედეგები ცხრილის სახით გაფორმა. ნახსენები ცხრილები მეტად საჭირო და სამაგიდო ცნობარი გახდა კეტლინის ყველა კოლეგისათვის. სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიაში მიღებული რენტგენოსტრუქტურული ანალიზის ცობარის მონაცემების რიცხვები სწრაფად იზრდებოდა. 1952 წელს დაიწყეს მათ გამოცემა რენტგენული კრისტალოგრაფიის საერთაშორისო ცხრილების სოლიდური ტომების სახით. კეტლინი იყო ამ გამოცემის პირველი რედაქტორი. მის გარეშე წარმოუდგენელი იყო ნებისმიერი ნებისმიერი კრისტალოგრაფიის მუშაობა.

ლონდსდეილმა აგრეთვე შეიმუშავა რიგი კრისტალოგრაფიული მეთდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევდნენ მიგვეღო მეტად საჭირო თვალსაჩინო ინფორმაცია კრისტალების დეფექტებსა და პოლიკრისტალური მატერიების ტექსტურის შესახებ. ძალზე საინტერესო შედეგები კეტლინმა ალმასის გამოკვლევის დროს მიიღო.

მანვე შეისწავლა ეს „პარაზიტული“ მოვლენა და ამით მან შეძლოკრისტალების დრეკადი დახასიათებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი შედეგების მიღება, რომლებიც ეხებოდნენ დიფუზური რენტგენული განბნევის კავშირს ატომური მოძრაობის დინამიკასთან.

კეტლინ ლონდსდეილის ნაყოფიერი და აქტიური მეცნიერული მოღვაწეობის გამო აღიარებულია რენტგენოსტრუქტურული ანალიზის კლასიკოსად. თუმცა მის ცხოვრებას ეს საქმიანობა მთლიანად ვერ ავსებდა. მან გაზარდა ორი ქალიშვილი და ვაჟი. აგრეთვე ბევრს მოგზაურობდა: მას შემოვლილი აქვს თითქმის ყველა ქვეყანა.

ლონდსდეილის მეცნიერული მოღვაწეობა ღირსეულად იყო შეფასებული დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთაც. იგი ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელმაც 1945 წელს არჩეულ იქნა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად (იგივე ინგლისის მეცნიერებათა აკადემია). 1956 წელს მიანიჭეს რაინდის ღრსება, ხოლო 1957 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების დევის საპატიო მედალი. 1960-1961 წლებში იგი აგრეთვე არჩეული იყო დიდი ბრიტანეთის იერარქიაში სამეცნიერო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1966 წელს კეტლინი აირჩიეს კრისტალოგრაფთა საერთაშრისო კავშირის პრეზიდენტად.[3][4][5]

კეტლინ ლონდსდეილი გარდაიცვალა 1971 წლის 1 აპრილს, ლონდონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ.103-105, თბ., 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Award winners : Davy Medal
  3. Hudson, G. (2004). "Lonsdale, Dame Kathleen (1903–1971)". The Oxford Dictionary of National Biography. doi: 10.1093/ref:odnb/31376
  4. Staff (2004)."Kathleen Lonsdale profile". Encyclopedia of World Biography. Retrieved 20 October 2012. Or see alternative source.
  5. Staff (January 2003). "Chemistry World: Woman of substance".Royal Society of Chemistry. Retrieved 20 October 2012.